მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია

Радослав Кониаж: «Бывший сад Млокосевича в Лагодехи – настоящий клад для города…»

Возвращение к сайту?

Что росло в саду у Людвига Млокосевича?

რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?

В военное время вести сайт не получается

Регги и орехи


Посетителей: 2116711
Просмотров: 2334367
Статей в базе: 719
Комментариев: 4652
Человек на сайте: 26







შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძე (1902 -?). გმირის ბიოგრ&

Автор: სერგეი კუზოვატო&

Добавлено: 05.02.2022

 

სერგეი კუზოვატოვი

შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძე (1902 -?). გმირის ბიოგრაფია

2022

 

 

საიტის ავტორის წინასიტყვაობა

"რა არის თქვენთვის ცნობილი ლაგოდეხის რაიკომის მდივანის, 1941 წლის 24 თებერვალს ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ლენინის ოქროს ორდენით დაჯილდოვებულის, შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძეს შესახებ?’’ ასეთი კითხვით მივმართე საიტის მკითხველს 2020 წლის ოქტომბრის გამოცემაში ,,თავიანთი და ჩვენი დროის გმირები. ვინ იცნობს ამ სახელებს?".  არავინ არაფერი არ იცის. პასუხი ამ დღეებში მომივიდა, არა ლაგოდეხიდან და არა საქართველოდან - რუსეთის ფედერაციის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის, ქალაქ ძერჟინსკიდან, ადგილობრივი ისტორიკოსი სერგეი კუზოვატოვისგან.

1941 წლის 24 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბების 20 წლისთავთან დაკავშირებით, გამოიცა სსრკს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის  განკარგულება ,,საქართველოს სსრ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოწინავეების დაჯილდოების შესახებ", რომლის თანახმად სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში მიღწევებისათვის  საქართველოს ასობით მაცხოვრებელი, მათ შორის ხუთი ადამიანი ლაგოდეხის რაიონიდან, ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა . 

ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, ლენინის ოქროს ორდენი მიიღო ლაგოდეხის რაიკომის პირველმა მდივანმა შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძემ. ეს არ იყო საიუბილეო კამპანიის ფარგლებში ლენინის ორდენით  ყველა პირველი მდივანის დაჯილდოვება. რესპუბლიკის დაარსების დღის მრგვალი თარიღის გათვალისწინებით შესაძლებელა რომ მასე ვიფიქროთ. იმ დროს საქართველოში 60-ზე მეტი რაიონი იყო, რომელთაგან თითოეულს საკუთარი პარტიული რაიკომი და მისი პირველი მდივანი ჰყავდა, მაგრამ ლენინის ორდენით დაჯილდოვებული იყო მხოლოდ 4  რაიკომის პირველ მდივნი: ლაგოდეხს, ზუგდიდს, მახარაძეს და თბილისის სასოფლო (?) რაიონი. 

ლაგოდეხი პატარა ქალაქია, დღეს აქ 5000-მდე ადამიანი ცხოვრობს, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, გარდა ამისა, ქართველებისთვის, რომლებიც მის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ, წინაპრების ხსოვნისადმი პატივსაცემით დამოკიდებულება ახასიათებთ და მე ვიფიქრე, რომ ამ ორი მომენტის წყალობით აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ რამის თქმას  შალვა ნუცუბიძეზე, რომლსაც  ისტორიულად არც თუ ასე შორეულ წარსულში მთელი ლაგოდეხის რაიონი იცნობდა.

მაგრამ დრო გადიოდა და კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა მანამ,  სანამ არ მივიღე წერილი სერგეი კუზოვატოვისგან. წერილში იყო ბმული საიტზე https://warheroes.ru/hero/hero.asp ?Hero_id=31910, რომელზეც მან ნუცუბიძის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. საიტი ახალია და აღსანიშნავი. ეს არის საერთაშორისო ინტერნეტ პროექტი, რომელიც შეიქმნა 2020 წლის მარტში თანამოაზრე ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. პროექტის მონაწილეები, როგორც თავად გუნდი, ასევე მოხალისე ავტორები მთელი მსოფლიოდან, აგროვებენ ბიოგრაფიულ ინფორმაციას საბჭოთა მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საბრძოლო გმირობებისა და  გამორჩეული შრომითი მიღწევებისთვის მაღალი სახელმწიფო ჯილდოებით იყვნენ დაჯილდოვებულნი.  იმ დროის ბევრი გმირი დღეს მივიწყებულია და მათი სახელები ჩვენს თანამედროვეებს არაფერს არ ეუბნებიან. საიტის ამოცანაა ღირსეული და დამსახურებული ადამიანების ბიოგრაფიების სრული, ერთიანი და ხელმისაწვდომი ბანკის შექმნა, რომლებმაც თავიანთი საქმეებით ქვეყნის ისტორიაში თვალსაჩინო კვალი დატოვეს.

სერგეი კუზოვატოვის ბიოგრაფიული სტატია ,,შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძე" წარმოადგენს მხოლოდ ერთს მის მიერ საიტზე გამოქვეყნებული 341 ბიოგრაფიიდან. აღსანიშნავია, რომ სერგეის ბიოგრაფიული კვლევის რეგიონია მხოლოდ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (78 სტატია) თავისი ავტონომიური რესპუბლიკებით, აფხაზეთი (228 სტატია) და აჭარა (35 სტატია).

საიტის ავტორი პეტრე ზგონნიკოვი

 

 

 

                                                 ------------------------------------

 

G Nutsubidze_Shalva_Dmitrievich
შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძე (1902-?)

შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძე - საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ლაგოდეხის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანია.

დაიბადა 1902 წელს საქართველოში, საგუბერნიო ქალაქ ქუთაისში, ამჟამად იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი. ქართველი.

6 წლის ასაკში ის მამის გარეშე დარჩა, დედამ მარტო ორი მცირეწლოვანი შვილი გაზარდა. 1921 წელს ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში, სადაც კომკავშირის წევრიც გახდა. 1922 წლის ოქტომბრიდან შ.დ. ნუცუბიძე მუშაობდა ქალაქ თბილისის რკინიგზის უსაფრთხოების სამსახურში, 1926-1927 წლებში სწავლობდა მოსკოვის საგზაო უსაფრთხოების მეთაურთა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამსახურის ყოფილ ადგილზე.

1928 წელს შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  რიგებს.

1930 წელს შალვა დიმიტრის ძემ ჩააბარა რკინიგზის ტრანსპორტის კავკასიური ინსტიტუტის (თბილისი) სამშენებლო ფაკულტეტზე, ინჟინერი-კონსტრუქტორის სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1935 წელს. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში 1933 წლიდან მუშაობდა თბილისის ლენინის რაიონული კომიტეტისის ინსტრუქტორად, ხოლო 1935 წლის დეკემბრიდან თბილისის ბეტონის ქარხნის დირექტორად.

1937 წლის აგვისტოში შ.დ. ნუცუბიძე გადაყვანილ იქნა საბჭოთა-პარტიულ სამსახურში - ქ. თბილისის, ლენინის რაიონის რაიკომის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ აირჩიეს  ლაგოდეხის რაიკომის პირველ მდივნად.  ლაგოდეხის აგრარული რაიონის მშრომელები ალაზნის დაბლობის  დაუსრულებელ პლანტაციებზე ოდიდანვე დაკავებულნი იყვნენ თამბაქოს მოყვანით.

სოფლის მეურნეობაში წარმატებებისა და საქართველოს სსრ-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საოლქო კომიტეტის მდივანი შ.დ. ნუცუბიძე, 1941 წლის თებერვალში რესპუბლიკის 38 მოწინავე მუშას (რომელთაგან 19 პარტიული და საბჭოთა ჩინოვნიკი იყო) შორის დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.  

სამამულო ომის დროს შალვა დიმიტრის ძე დაკავებული იყო ლაგოდეხის რაიონში მობილიზაციის ორგანიზებით, მტრის მოსაგერიებლად თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობითა და წითელი არმიის საჭიროებისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით.

რთულ საომარ პირობებში სამთავრობო ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის დაჯილდოვდა სსრკ-ს სამი სხვადასხვა, მათ შორის ორი საბრძოლო ორდენი.

მე-4 ხუთწლეულის (1946-1950) მოკლე პერიოდში რაიონის მშრომელებმა მიაღწიეს ლაგოდეხის რაიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მოსავალის - სიმინდის, ჩაის, ციტრუსებისა და თამბაქოს  ომამდელ პროდუქტიულობის მაჩვენებლებს*. 1948 წელს რაიკომის მდივანმა შ.დ. ნუცუბიძემ თავისი საქმიანობით უზრუნველყო,  რაიონის  თამბაქოს მოსავლის აღების გეგმის 15,2 პროცენტით გადაჭარბება.

1948 წელს სიმინდისა და თამბაქოს მაღალი მოსავლიანობის მიღებისთვის სსრკ უმაღლესი საბჭს პრეზიდიუმის 1949 წლის 3 მაისის განკარგულებით,  შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძეს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება ლენინის ორდენით და ოქროს მედალით ,,ნამგალი და ურო" ჯილდოვებით.

ამავე განკარგულებით მაღალი წოდება მიენიჭათ ლაგოდეხის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს პ.თ. ბუცხრიკიძეს, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსს ა. გ. ზაქარიძეს და რაიონის მთავარ აგრონომს ი. ც. ჩირინაშვილს, ასევე ლაგოდეხის რაიონის კოლმეურნეობების 23 მუშას, მათ შორის კოლმეურნეობის ,,ლენინის ანდერძის" თავმჯდომარეს  გ. ა. გოჩელაშვილს.

მომდევნო 1949 წელს, ლაგოდეხის რაიონის თამბაქოს მწარმოებლებმა ასევე მიიღეს მაღალი მოსავალი და 9 მოწინავე მუშაკი სოციალისტური შრომის გმირი გახდა, ხოლო რაიკომის პირველი მდივანი შ.დ. ნუცუბიძე  დაჯილდოვდა ლენინის მესამე ორდენით.

მოგვიანებით, შალვა დიმიტრის ძე ნუცუბიძე მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ.

არჩეული იყო საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს 1-3 მოწვევის დეპუტატად (1938-1955), საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  XVIII ყრილობის დელეგატად (1939) და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.

მისი გარდაცვალების თარიღი დადგენილი არ არის.

დაჯილდოებულია ლენინის სამი ორდენით (24.02.1941; 03.05.1949; 25.09.1946), სამამულო ომის პირველი ხარისხის  ორდენით (01.02.1945), შრომის წითელი დროშის ორდენით (07.01.1944), წითელი ვარსკვლავის ორდენით (24.02.1946), მედლებით, მათ შორის  ,,კავკასიის დაცვისათვის" (01.05.1944), ასევე საბჭოთაკავშირის სასოფლოსამეურნეო გამოფენის ორი მედლით.

ბიოგრაფიის მომზადებისას ფოტოები და მასალები გამოყენებული იქნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან nplg.gov.ge, გულწრფელად გადათარგმნილი  ქართულიდან მარია დელიანიდი-სალვარიდი (სალონიკი, საბერძნეთი).

კონტაქტები ავტორთან: rcdrcdrcd@mail.ru სერგეი კუზოვატოვი

----------------------------------

* მკითხველის ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ 1940 წელს, ტრადიციული თამბაქოსა და სიმინდის გარდა, ლაგოდეხის რაიონში ჩაი და ციტრუსებიც მოჰყავდათ. ამჟამად არც ჩაი და არც ციტრუსები, რომლებიც რაიონის ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემადგენლობაში შედიოდნენ, აღარ მოჰყავთ. ლაგოდეხში ნაკრძალის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე  ჩაის ხის დიდი ბუჩქი იზრდება. ციტრუსები წარსულში ლაგოდეხის გვერდით,  სოფელ შრომაში მოჰყავდათ, მაგრამ რამდენადაც ვიცი ზამთრისათვის გადაფარვა სჭირდებოდათ.

ჩაი ამ დრომდე ლაგოდეხის რაიონის მეზობლად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალას და ბელექანის რაიონებში მოჰყავთ - საიტის ავტორი.

----------------------------------

 

საიტის ავტორი: ძვირფასო მკითხველებო! თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია შალვა ნუცუბიძის შესახებ ან იცით ლაგოდეხის რაიონის სოციალისტური შრომის სხვა გმირების სახელები, გამოაგზავნეთ მასალები მათ შესახებ (ბიოგრაფიული მონაცემები, მოგონებები, წერილები, ფოტოები) თქვენთვის მოსახერხებელ ენაზე (ქართული, რუსული) მისამართზე: info@lagodekhi.net.

-----------------------------------

თარგმანი: ლევან ოსიპოვი

Просмотров: 701


Комментарии к статье:

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки