ქალი და ბატები. ფოტოგრაფი ნუნუ ღამბაშიძე
Автор: პეტრო ზგონნიკოვ |
Добавлено: 06.10.2021 |
|
პეტრო ზგონნიკოვ
ქალი და ბატები. ფოტოგრაფ ნუნუ ღამბაშიძის შესახებ
2021
|
ქალი და ბატები |
,, მამა ექიმია. ერთხელ სასწრაფოდ გამოიძახეს ავადმყოფთან კალინოვკაში’’. - ,,რომელ კალინოვკაში, კალინოვკები ყოფილ საბჭოთა კავშირში უამრავი იყო? ’’- ,, ლაგოდეხის’’ - ,,ანუ თქვენ ლაგოდეხიდან ხართ?’’ - ,,დიახ’’.
|
მსოფლიო მასშტაბის ფოტოკონკურსის ,, 35 Awards international photography’’ ლაურეატის დიპლომი |
,, ჩემი მთავარი ინტერესი ცხოვრებაში, რა თქმა უნდა ფოტოგრაფიაა...’’
ნუნუკა ღამბაშიძის ფოტოსერიას ლაგოდეხზე ფეისბუქ სივრცეში შეხვდნენ, როგორც იტყვიან, აპლოდისმენტებით. ვხვდები რატომაც... ნუნუკას ლაგოდეხი ისეთია, როგორსაც იშვიათად ვხედავთ სხვებთან - რეალური, ცოცხალი, თავისი ხასიათით და კოლორიტით. აქ ვერ დაინახავთ გაუთავებლად გამეორებადი მთების ხედებს, მთებზე და მთებიდან... მთები და კავკასიონის მთავარი ქედი ხომ მუდამ იქნება და მისი იერი, ორი - სამი ასეული წლის შემდეგაც არ შეიცვლება... შესაძლოა მხოლოდ დაემატოს რამდენიმე ახალი მოურჩენელი იარა, ჩამოშლილი მეწყერებისგან... და როგორი იყო ქალაქი, მისი ქუჩები, როგორ ეძინათ ორღობეში უსახლკარო ძაღლებს, როგორ ელავდნენ მრავალწლიანი ჟანგისგან წითური სახურავები, როგორი თეთრი კუდი ჰქონდა ფეხებშეკრულ ამაყ ცხენს და როგორ გამოდიოდა საცხობიდან, მშვენიერი ბაფთიანი გოგონა, გულში ჩაკრული ორი ცხელი პურით... ეს ყველაფერი აღარ იქნება - დადნება და მიივიწყება, თუ არ გამოჩნდა ადამიანი კამერით, რომელიც ცხოვრების ჩვეულებრივ სახეზე აღმოაჩენს მის მშვენიერ და სევდიან ნაკვთებს.
|
ნუნუ ღამბაშიძე |
- მომიყევით თქვენზე.
- დავიბადე ლაგოდეხში. დავამთავრე N3 ქართული საშუალო სკოლა. წავედი სასწავლებლად თბილისში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. განათლებით ვარ ფარმაცევტი.
|
2020 წელს, ნუნუ ღამბაშიძის სახელი შევიდა საქართველოს მასშტაბით ტოპ -35 და ქალაქ თბილისის ტოპ -10 საუკეთესო ფოტოგრაფთა სიაში. |
უკვე წლებია ვმუშაობ ფარმაცევტულ კომპანიაში Naturopath , სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. თავისუფალ დროს, ვატარებ ტურებს საქართველოს მასშტაბით, რუსულ ენაზე.
- ჩვენი მიმოწერიდან მე შევამჩნიე, რომ თქვენ სრულყოფილად ფლობთ რუსულ ენას. მე - 3 სკოლის დამსახურებაა?
- დედა. განათლებული, მაღალი ინტელექტის მქონე ქალბატონია. ყოველთვის უნდოდა, რომ მე და ჩემ დას გვცოდნოდა სხვადასხვა ენა. გვიკითხავდა წიგნებს და გვაყურებინებდა არაჩვეულებრივ დიაფილმებს რუსულ ენაზე, გვესაუბრებოდა რუსულ ენაზე სახლში.
,, ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი 13 წლის ასაკში გამიჩნდა, როდესაც ქვეყანას მოევლინა ჩემი პატარა ძმა და მოვინდომე მისი გადაღება’’.
- ვინ გასწავლათ ფოტოგრაფია?
- მამამ. მე ვიყავი 13 წლის გოგონა, როდესაც გაჩნდა ჩემი ძმა თეიმურაზი, თემო, მე ვუყურებდი მას და ძალიან მომწონდა, ისეთი საყვარელი და ბუთქუნა იყო. სულ მინდოდა აღმებეჭდა. მამას ჰქონდა ფირული აპარატი, მან მასწავლა, როგორ უნდა გამომეყენებინა. ვიღებდით შავ - თეთრ ფირზე, შემდეგ ვამჟღავნებდით რეაქტივებით ბნელ და ცივ აბაზანაში და ვაშრობდით სარეცხის სამაგრებზე.
|
ძმა თეიმურაზი. ნუნუ ღამბაშიძის პირველი ფოტოებიდან |
- ის პირველი ფოტოები თუ შეგენახათ?
- დიახ, ისინი ჩაკრულია ჩემი ხელით ალბომში. ჩვენ ხშირად ვათვალიერებთ მას მთელი ოჯახით. ძირითადად, პატარა თემოს ფოტოებია. რასაკვირველია, ბავშვს არ უყვარდა ფოტოს გადაღება, დგომა და ლოდინი, სულ იბღვირებოდა და ცდილობდა გაქცევას...თუმცა, რამდენიმე საინტერესო კადრი მაინც მოვახერხე.
|
ბიჭის პორტრეტი |
- ანუ 13 წლიდან სულ იღებთ?
- არა, იყო ხანგრძლივი შესვენება. ჩემი სკოლის დამთავრება და თბილისში ინსტიტუტში მოწყობა დაემთხვა მძიმე 90 - იან წლებს. ბევრი პრობლემა იყო - გადარჩენა იყო მაშინ მთავარი. ბავშვურ გატაცებას დავუბრუნდი დაახლოებით ათი წლის წინ, როდესაც ცხოვრება ასე თუ ისე დალაგდა. განსაკუთრებით აქტიურად დავიწყე გადაღება ბოლო ხუთი წელიწადია.
ნუნუკას ფოტოები ნამდვილ ამბებს გავს, რომანტიულ პოემებს და ფილოსოფიურ ესეებს გაგონებს. როდესაც უყურებ, ვერ გამოთქვამ მხოლოდ ,,რა მაგარია!’’. ისინი გეჭედება გონებაში, არ გაძლევენ მოსვენებას, გიღვივებენ სხვადასხვა ასოციაციებს და ყოველ ჯერზე გიშლიან ახალ აზრებს. ისინი მოგაგონებენ კარგ არტჰაუსურ ფილმს, რომლის ნახვისას, რჩება მყარი ინტელექტუალური და ესტეთიური სიამოვნების შემდგომი გემო. ცოტა ხნის მერე ხვდები, რომ ფილმი კვლავ უნდა ნახო - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ყოველთვის აღმოაჩენ რაღაცას ახალს, როგორც ლარს ფონ ტრიერის, კიმ კი დუკის, ვონგ კარვაის კინოსურათებში...
ასე ფოტო ,, ქალი და ბატები’’ მე დავათვალიერე ალბათ ათჯერ... და არა მარტო ის...
,,ფოტოგრაფი სულ მზადყოფნაში უნდა იყოს, - ამბობდა ჩემი მასწავლებელი სერგი რუბანოვი’’
|
თეთრი ცხენი |
ალბათ, ერთი შვიდი წლის წინ მოხდა ეს ამბავი: ნუნუკა სტუმრობდა მშობლებთან ლაგოდეხში. გაისმა სასწრაფო ზარი კალინოვკიდან. მამა დაჯდა საჭესთან და თან გაიყოლა ქალიშვილი. პაციენტი საყურადღებო იყო და მამა დიდხანს არ გამოდიოდა. ლოდინით დაღლილს მოუნდა გასეირნება. გადმოვიდა მანქანიდან და უცებ დაინახა მოხუცი ქალის სილუეტი, ოდნავ დახრილი მხრები, უფორმო ტანისამოსი, ნელა მიდის ნაცრისფერ გზაზე, შორდება მას და ასე ივლის, სანამ არ გაქრება უკიდეგანო
|
Blue collection |
სივრცეში...იქვე ქედმაღალი ბატები, ამაყები იმით, რომ მათ წინაპრებმა გადაარჩინეს დიდებული ქალაქი, ნუნუკასგან ხუთი ნაბიჯის დაშორებით ზანტი დონდლოები, მიაბიჯებენ, კვეთენ გზას, მოივლიან დედამიწას და დაუბრუნდებიან ისევ იმ კალინოვკის ქუჩას, საიდანაც დაიწყეს მოგზაურობა, რითაც მისცემენ ხალხს იმედს, რომ სამყარო გადარჩება... ,,ეგ არის!’’ - დაავლო კამერას ხელი, დაუმიზნა ობიექტივი და ქალს და ბატებს, ნესტიან ნაცრისფერ დღეს, და ჩვეულებრივი სოფლის გზაზე შემორჩენილ უსახურ თოვლის ლაქებს, მიენიჭათ მარადიული სიცოცხლე...
მე ვიღებდი ფოტოებს ამ წლების მანძილზე. მქონდა რა თქმა უნდა წარმატებული კადრები, მაგრამ მთლიანობაში ჩემი ნამუშევრები არ მომწონდა. ვხედავდი, რომ რაღაც აკლდათ. ერთხელ წავაწყდი განცხადებას, რომ ჩამოდის სერგი
|
საღამოს ქალაქის ახალი ხედვა |
რუბანოვი, ცნობილი პედაგოგი - ფოტოგრაფი სანკტ - პეტერბურგიდან და თბილისში ჩაატარებს მასტერ - კლასებს. ჩავეწერე. სერგიმ ძალიან ბევრი
|
მზის კოცნა |
რამ მასწავლა, ის ჩემი მასწავლებელია, მხოლოდ ასე ვუწოდებ მას. ჯგუფი მცირერიცხოვანი იყო. ჯერ გვიხსნიდა თეორიას და შემდეგ გვაძლევდა დავალებებს, სადაც უნდა გამოგვეყენებინა ფოტოხელოვნების სხვადასხვა ხერხი. მაგალითად, გვეცადა გადაგვეღო უცნაური ჩრდილი. მახსოვს, როგორ მივდევდი ხალხს, რომ დამეჭირა მათი ჩრდილი, მაგრამ როდესაც ვუყურებდი, რა გამომივიდა, გაოცებული ვრჩებოდი - არაფერი საინტერესო არ იყო მანდ აღბეჭდილი!
,,აბა, რთულია სხვა თვალით სამყაროს ყურება?’’ - ეცინებოდა მასწავლებელს. რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ შემდეგ ეს ხდება შენი მსოფლმხედველობის ნაწილი, ცხოვრების წესი - უყურო სამყაროს სხვა თვალით.
- რა კამერით იღებთ?
- დიდხანს ვიღებდი Galaxy Camera EK-GC100, სანამ არ გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ მობილური ტელეფონით Samsung, შემდეგ Canon 250D და iPhone- ით. ჩემი ფოტოების უმრავლესობა გადაღებულია iPhone 7 - ით, რადგან ის სულ ჩემთანაა..
,, კალინოვკაში გადაღებულმა ჩემმა ფოტომ მიიღო მაღალი შეფასება მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ ფოტოკონკურსში’’.
|
უსახლკაროდ |
2020 წელს ნუნუკამ გააგზავნა თავისი სამი ფოტო ნამუშევარი მსოფლიო ფოტოკონკურსზე ,, 35 Awards – internacional photography’’. მათ შორის იყო კალინოვკაში გადაღებულიც. კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას ფოტოგრაფები 176 ქვეყნიდან, რომლებმაც წარადგინეს 444 000 ფოტო.
|
სიყვარულის ხიდი ლაგოდეხში |
ნუნუ ღამბაშიძის სამივე ნამუშევარმა გადალახა კონკურსის ორი ეტაპი და შევიდა 24 000 საუკეთესო ნამუშევართა სიაში. მიენიჭა სპეციალური დიპლომი. მაღალი შეფასება მიიღო კალინოვკელი ქალის და ბატების ფოტომ, რის გამოც ნუნუს სახელი შევიდა საუკეთესო ფოტოგრაფთა ტოპ 35 საქართველოს მასშტაბით, სერგი რუბანოვის სახელთან ერთად. ახლა ორივე მოსწავლე და მასწავლებელიც შედიან საქართველოს საუკეთესო ფოტოფრაფთა სიაში. (სერგეი რუბანოვი დამკვიდრდა ბათუმში - ავტორისაგან).
|
თონიდან |
- რა ქვია თქვენს კალინოვკის ფოტოს? მე შევარქვი ,,ქალი და ბატები’’ და ხედავთ, გავრისკე კიდეც გამომეტანა სტატიის სათაურად.
- ეს ნორმალურია, მე მზად ვარ იმისთვის, რომ ყველა ხედავს ჩემ ფოტოებს თავისებურად და აძლევს საკუთარ სახელწოდებას. თავიდან არ ყოფილა არანაირი სათაური. ვიდრე კონკურსზე გავაგზავნიდი, ხშირად ირჩეოდა სხვადასხვა ჯგუფში და ფორუმებზე. ერთმა ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ამ ფოტოში ღრმა აზრია ჩადებული, განსაკუთრებით მოიხიბლა ჩრდილებით. ყველას აქვს თავისი ჩრდილი, თქვა მან, ქალს თავისი და ბატებს თავისი. მე მომეწონა ეს მოსაზრება და ასე დავარქვი
|
წითელი პომიდვრები |
-,, ყველას აქვს თავისი ჩრდილი’’. ზოგადად, იშვიათად ვასათაურებ ჩემ ფოტოებს. ყველამ აღიქვას ისე, როგორც ხედავს. ძალიან მაინტერესებს რამდენად ვთქვი ჩემი სათქმელი და მივიტანე მაყურებლამდე, გავიგო მათი აზრი.
2018 წელს ნუნუკას მოუნდა ახალი საქმით დაკავება. ჩააბარა ტურისტული გიდების მოსამზადებელ სკოლაში ,, Newkaz’’. მიიღო მისი დამთავრების შესაბამისი სერტიფიკატი რუსულენოვანი გიდის სტატუსით და დაიწყო ტურისტებთან მუშაობა. ასევე ჩააბარა გამოცდა Bustour, რომელიც იძლევა უფლებას ჩატარდეს მიმოხილვითი ექსკურსიები ტრანსპორტიდან და გახდა SAGA საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი.
|
რევოლუციამდელი სასტუმრო ,, ივერია" ლაგოდეხში. 2021 |
- მე მაინტერესებს გიდად მუშაობა. მეტს ვიგებ ჩემ ქვეყანაზე, მის ისტორიაზე, ტრადიციებზე და აქამდე უცნობ ადგილებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანი სტიმულია ის აღფრთოვანება, რომელსაც გამოხატავენ სტუმრები, როდესაც ეცნობიან ჩვენს ბუნებას, წეს - ადათებს და სტუმართმოყვარეობას. ეს სამუშაო სეზონურია, ამიტომ ვუთავსებ ჩემ ძირითად სამსახურს. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო მსოფლიო მოგზაურობა შეჩერებულია.
|
ვან - გოგის მიბაძვა |
- ლაგოდეხში ხშირად დადიხართ?
- როგორც კი საშუალება მომეცემა. იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები. მამა, მევლუდ ღამბაშიძე , დამსახურებული ექიმია, ნევროლოგი. დედა, ნონა ანტონის ასული, ინჟინერია. ჩვენი სახლი კოსტავას 5 მდებარეობს, ყოფილი საბჭოს ქუჩა. გახსოვთ იქ მილიცია იყო და აფთიაქი, შემდეგ ჩვენი სახლია.
- ცნობილი ადგილია! მარო ბებო თქვენი ნათესავი ხომ არ იყო? საღამოობით გამოიტანდა პატარა სამფეხა სკამს, მოკალათდებოდა და მთელი საღამო, სანამ ხალხი დასეირნობდა ცენტრში, ყიდდა მოხალულ მზესუმზირას.
- მახსოვს, როგორ არა, მახსოვს! მარო ბაბო. მასთან მთელი ქალაქი ყიდულობდა მზესუმზირას, მაგრამ თქვენ ცოტა აგერიათ ადგილები - მისი სახლი ოდნავ მოშორებით იყო.
|
მინდორში |
ჩემი ძმა თეიმურაზი, ის, ჩემი ბავშვობის ფოტოებიდან, ისიც ცხოვრობს ლაგოდეხში. ექიმი ქირურგია. მუშაობს საავადმყოფოებში ,, კელაპტარი’’ და ,, Archimedes clinic’’.
- თქვენი საყვარელი ჟანრები?
- რაღაც პერიოდი გამიტაცა პეიზაჟებმა, შემდეგ ძველი თბილისის ხედებმა. ვიღებდი ადგილებს, სადაც ვმოგზაურობდი. მიყვარს ბავშვების გადაღება- ყველაზე წრფელი სახეები. ხალხის ყოფა, ისტორიული ადგილები და რა თქმა უნდა ბუნება. სთრით ფოტო ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჟანრია. ხალხი მეხმარება კიდეც და სიამოვნებით იღებს მონაწილეობას. როდესაც ხედავენ, რომ მოხვდნენ კადრში ხშირად მიღიმიან ან ხელს მიქნევენ. მიყვარს ექსპერიმენტები. გამიტაცა მულტიექსპოზიციამ. ეს არის ფოტოხელოვნების ერთ
|
ბიჭის პორტრეტი
|
-ერთი მიმდინარეობა, როდესაც რამდენიმე კადრი ედება ერთმანეთს ფენებად, ფერის, აზრის და კომპოზიციის მიხედვით. ამ ჟანრის დიდოსტატია თანამედროვე ფოტოგრაფი ტომას ვანუსტი (Thomas Vanoost). მას აქვს მეტადრე საუცხოო, გამორჩეული, ენიგმატური ნამუშევრები. მეც მომინდა მეცადა რაღაც მსგავსი და ვფიქრობ გამომივიდა არც თუ ისე ცუდად.
,, ყველაზე მთავარია მოასწრო აღბეჭდო, გადმოსცე, მოუყვე მნახველს პატარა ისტორია, მომენტი, რომელიც აღარასოდეს გამეორდება’’
|
საზამთროს გამყიდველი |
- თქვენს მიერ გადაღებულ ლაგოდეხის ფოტოსერიაში ასეთი ისტორიები მრავლადაა. მარტოხელა ყმაწვილი მიემართება ,,სიყვარულის ხიდზე’’ იმ იმედით, რომ შეხვდება იმ ერთადერთს, ვისი სახელიც წერია გულში, რომელსაც ჩახედავს თვალებში და ამოიკითხავს თავის ბედს. საზამთროების გამყიდველი, უიმედოდ იყურება წინ - არცერთი მყიდველი..რა მიიტანოს დღეს ოჯახში? ავტომობილის ბორბლებზე ცხენით შებმული ურიკა, რომლის ფონი ქალაქური მრავალსართულიანი სახლია. სად მიემართება ნეტა, თავისი მომაკვდავი ტრანსპორტით? ბოლო ხომ არ დარჩა ამ ქალაქში? ახალგაზრდა ქალბატონი,
|
მეცხვარე |
შავებში ჩაცმული, მშვიდად შორდება მეფის დროინდელ სასტუმრო ,,ივერია’’-ს , დასახლებულს ქალაქის ჩინოვნიკთა, მზარეულთა და დიასახლისთა აჩრდილებით. ისინი უხმოდ ეძახიან ქალიშვილს: საით? რატომ ხარ ასეთი მდუმარე და სევდიანი?
ყოველი თქვენი ფოტო - ისტორიაა, რომლის არც დასაწყისი, არც დასასრული ჩვენ არ ვიცით. შეგვიძლია მხოლოდ
|
გზაში
|
შევქმნათ სიუჟეტი და დავწეროთ ფინალი. ფინალი სევდიანი და მხიარული, რომანტიული და დრამატული, რეალური და ფანტასტიური. თქვენი ნამუშევრები გაიძულებენ გაიაზრო და შეიგრძნო... გარდაქმნიან მაყურებელს თანაავტორად და აქცევენ მის ერთ -ერთ გმირად. ამაშია ჩემი აზრით მათი მხატვრული ღირებულება, მომხიბლველობა და ფასეულობა.
- იცით, ასეთ რეაქციას ველი და იმედიანად ვაჭერ თითს კამერის ღილაკს. ასე იყო, როდესაც ჩავიფიქრე გამეკეთებინა სერია ჩემს მშობლიურ ქალაქზე. მინდოდა, რომ მნახველი დაფიქრებულიყო არა იმდენად ვიზუალურ მხარეზე, რომელიც თავისთავად სრულყოფილი უნდა იყოს, არამედ აზრზე, რომელიც ჩავდე გამოსახულებაში. ვფიქრობ ეს გამომივიდა.. გამომდინარე ლაგოდეხელების რეაქციიდან, მივხვდი, რომ მათ მოეწონათ ჩემი სტილი და მშობლიური ქალაქის ჩემეული ხედვა - სხვა თვალით.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თანამოქალაქეებს და ვუსურვო ბედნიერი და ლაღი ცხოვრება საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში.
--------------------------------------
P.S. მეტი სურათის ნახვა შეგიძლიათ საიტის ფოტოგალერეაში, ამისათვის ჰორიზონტალურ მენიუში აირჩიეთ ,,ФОТОГАЛЕРЕЯ", ქვემენიუში გახსენით ,,Нуну ГАМБАШИДЗЕ"
--------------------------------
ნუნუ ღამბაშიძე: განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ სტატიის ავტორის - ბატონი პეტრეს მიმართ, რომელმაც მოისურვა და გასწია დიდი შრომა ამ თხზულების შექმნისთვის და გაგაცნოთ ჩემი თავი. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატება მის არაჩვეულებრივ საქმიანობაში.
------------------------
ფოტო: ნუნუ ღამბაშიძე
---------------
თარგმანი: ნონა ღამბაშიძე
ვან - გოგის მიბაძვა
ბიჭის პორტრეტი
მეცხვარე
საზამთროს გამყიდველი. ლაგოდეხი 2021
გოგონა საქანელაზე (ნეოკლასიციზმი)
ქალი და ბატები (ფილოსოფია)
დედა რას იტყვის?..(მდგომარეობა)
ყვავილი მწვანე ბოთლში (ფოტოფერწერა)
Просмотров: 563
|