მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია

Радослав Кониаж: «Бывший сад Млокосевича в Лагодехи – настоящий клад для города…»

Возвращение к сайту?

Что росло в саду у Людвига Млокосевича?

რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?

В военное время вести сайт не получается

Регги и орехи


Посетителей: 2117414
Просмотров: 2334791
Статей в базе: 719
Комментариев: 4652
Человек на сайте: 37







ნუნუკა. ანონსი სტატიისთვის ,,ქალი და ბატები’’

Автор: პეტრო ზგონნიკოვ

Добавлено: 01.10.2021

                           პეტრო ზგონნიკოვ

ნუნუკა. ანონსი სტატიისთვის ,,ქალი და ბატები’’. ფოტოგრაფი ნუნუ ღამბაშიძე"

                            2021

G girl on a swing

 გოგონა საქანელაზე (ნეოკლასიციზმი)

მას ქვია ნუნუკა, გვარი ღამბაშიძე. ის არის ლაგოდეხიდან. ყოველთვის თან აქვს iPhone 7, რომელსაც იყენებს როგორც ფოტოკამერას. რა არის ამაში თითქოს გასაოცარი - ჩვენ ყველას შეგვიძლია ასე... აი აქ იწყება საიდუმლო, ამოცანა, რომელიც აი უკვე მთელი თვეა ვერ ამოვხსენი  მისი  ფოტონამუშევრების ნახვისას. ვერ გამოვიცანი, როგორ პოულობს მისი კამერა ჩვეულებრივში იმას, რასაც ვერ ხედავენ ჩემი თვალები და ვერ ამჩნევს ჩემი კამერა.

G woman and geese
 ქალი და ბატები (ფილოსოფია)

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება სტატია ,,ქალი და ბატები’’. მასში მოგითხრობთ ლაგოდეხელ გოგონაზე კოსტავას ქუჩიდან, (ყოფილი საბჭოს) რომელიც ბავშვობიდან გატაცებული ფოტოგრაფიით 2020 წელს შევიდა ქვეყნის ტოპ-35 და თბილისის ტოპ-10 საუკეთესო ფოტოგრაფთა სიაში. 

მსოფლიო ფოტოკონკურსის ,,35 Awards internacional photography’’ვერსიით, დაინტერეს დებით  რამდენი ფოტო იყო წარდგენილი კონკურსზე? 444 000. გავიმეორებ სიტყვიერად: ოთხასორმოცდაოთხი ათასი. როგორია, აბა? ფარმაცევტი პროფესიით და ფოტოხელოვნების მოყვარული, ჩვენი ქვეყნის ფოტოგრაფიის ოლიმპის მწვერვალზე. დიახ, ზუსტად ასეა და ჩემ წისქვილზე ასხამს წყალს ის გარემოება და  შეურყეველი  თეზისი, აგრეთვე  დიდი ხნის ჩემი დავა საიტზე, რომ არა დიპლომი, არამედ ნიჭია უპირველეს ყოვლისა, ტალანტი, რომელიც მონიჭებულია გამოუცნობი ძალებით და ხშირად განსაზღვრავს ადამიანის ბედს. ტალანტი და ლტოლვა, დამქანცველი შრომა სრულყოფილების ძიებაში. ამიტომ ნუნუკა

N bottle with flower
 ყვავილი მწვანე ბოთლში (ფოტოფერწერა)

ყოველთვის კამერითაა. ეძებს და ეძებს ოქროს მისხალებს, რომლებიც უხილავი ბრწყინვალებით გაბნეულია ნაცრისფერ ყოველდღიურობაში. და რაც არ უნდა ხმამაღლა უწონებდნენ მას ნამუშევრებს და რაც არ უნდა მსხვილად წერდნენ კომენტარებში ,, სუპერ!’’, მთავარი კრიტიკოსი და მსაჯული თავისი ნამუშევრების არის თვითონ. ასეული გადაღებული ფოტოდან დატოვებს ხუთს და გაიფიქრებს თავისთვის: ო, ეგ არის, არც თუ ისე ცუდია... მაგრამ უკვე მეორე დილას დაეჭვდება და მიდის გადასაღებად და  სიახლეების საძიებლად - ისევ და ისევ. 

G George
 დედა რას იტყვის?..(მდგომარეობა)

თავისუფლების სიტკბოება იმაშია, რომ გაძლევს საშუალებას  იყო ის, რაც ხარ...მე არ ვიცნობ ნუნუს და არასოდეს არ შევხვედრილვარ. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობ მის ნამუშევრებზე, მაქვს ბედნიერება ვწერო  როგორც ვსუნთქავ და როგორც მესმის, არ ვცდილობ ,,გული მოვუგო’’... ნუნუ ცხოვრობს მარადიულ თბილისში, მე ახალგაზრდა, ბრწყინვალე ხარკოვში. ის ლაგოდეხს ხანგამოშვებით სტუმრობს, მე ათასში ერთხელ. ღმერთმა ქნას, ოდესმე შევხვდებით  და შესაძლოა მაშინ გავიგო, როგორ იქმნება მისი ფოტოები. მანამდე კი შემიძლია ვთქვა, რომ ვაძლევ მაღალ შეფასებას ამ ნამუშევრებს: მათში არის სიცოცხლე და აზრი, არის მომენტის სილამაზე და ფარული ისტორია, ყველასთვის თავისი...

ვიდრე გამოჩნდება საიტზე სტატია ,,ქალი და ბატები’’, დაათვალიერეთ ნუნუს ნამუშევრები. ისინი შეკრებილია ,,ფოტოგალერეაში’’ (Фотогалерея). დააწკაპეთ დასახელებაზე ,,ფოტოგალერეა’’ და მენიუს ჰორიზონტალურ ველში გაიხსნება ქვე - მენიუ, რომელშიც იპოვით სტრიქონს ,,ნუნუ ღამბაშიძე’’(Нуну Гамбашидзе) - დააწკაპეთ მასზე.

მხოლოდ მაშინ, როდესაც გაეცნობით ნუნუკას ფოტოებს, თქვენ მიხვდებით, საიდან წარმოიშვა ჩემი აღფრთოვანება. ანონსის ილუსტრაციისთვის გამოვიყენე ჩემთვის  საყვარელი მისი რამდენიმე ნამუშევარი. შევეცადე დამელაგებინა სტილის მიხედვით, იმაზე დაუფიქრებლად, შეესაბამება თუ არა ჩემი განსაზრვრება  ფოტოხელოვნების თეორიის კანონებს.

-----------------------------------

ფოტო: ნუნუ ღამბაშიძე

--------------------------

თარგმანი: ნონა ღამბაშიძე

Просмотров: 488


Комментарии к статье:

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки