მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია

Радослав Кониаж: «Бывший сад Млокосевича в Лагодехи – настоящий клад для города…»

Возвращение к сайту?

Что росло в саду у Людвига Млокосевича?

რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?

В военное время вести сайт не получается

Регги и орехи


Посетителей: 2116569
Просмотров: 2334232
Статей в базе: 719
Комментариев: 4652
Человек на сайте: 27







დედოფლის არხი

Автор: Пётр Згонников

Добавлено: 18.01.2021

G Tcaritca Tamara
თამარ მეფე. ფოტო მოსკოვის ბოგოიავლენსკის (ნათლისღების) ტაძრის საიტიდან www.elohov.ru

,,და გაიყვანა დიდებულმა თამარ მეფემ ალაზნის მინდვრებს შორის უზარმაზარი არხი. იყო ის ოთხი საჟენი სიგანის (8,5 მ) და ორი არშინი (1.5 მ) სიმაღლის, ხის სვეტებზე მდგარი ხის ღარი 300 ვერსტზე გაყვანილი...“

დედოფლის არხი მიედინებოდა ალაზნის მარჯვენა ნაპირზე ცივ გომბორის მთების ძირში. მე-19 საუკუნის ბოლოს არხის ნანგრევები კიდევ ახსენებდნენ თავს მნახველს და ნებისმიერ გლეხს შეეძლო მიეთითებინა ის ადგილი სადაც ეს ნანგრევები მდებარეობდა.

თანამედროვე წყაროები მწირად ყვებიან დედოფლის არხის შესახებ.

სასწავლო სახელმძღვანელოს ,,საქართველოს ისტორია. უძველესი ხანიდან XIX  საუკუნის 60-იან  წლებამდე“ (თბილისი,1962) მთავარი რედაქტორი და თანაავტორი ნ. ა. ბერძენიშვილი წერს, რომ XI - XII საუკუნეებში როცა საქართველო იყო ეკონომიკურად დიდად  განვითარებული ფეოდალური ქვეყანა, იყო განხორციელებული დიდი სარწყავი არხების მშენებლობა. მათ შორის გამოირჩეოდა შიგნით კახეთის (ალაზნის არხი) რომელიც 119 კილომეტრის სიგრძის იყო და 53 ათას ჰექტარ მიწას რწყავდა.

ქართული ვიკიპედია იმეორებს ბერძენიშვილის მონაცემებს და ამატებს მხოლოდ იმას, რომ ,,საუკუნეების მანძილზე არხი არაერთხელ ნადგურდებოდა და კვლავ შენდებოდა“.

უფრო მცირეა ინფორმაციაა საქართველოს მელიორაციის საიტზე https://www.ag.ge/Ge/History.

(საინტერესოა რომ ბერძენიშვილი, ვიკიპედია და საქართველოს მელიორაციის საიტი ,,დედოფლის არხის“ ტერმინის ნაცვლად რომელის ასახავს არხის მშენებლობაში თამარ მეფის პირად დამსახურებას, იყენებენ ნეიტრალურს, გეოგრაფიული პრინციპით აწყობილ ტერმინს ,,ალაზნის არხი“.  ჩვენ  შეგვიძლია გავუგოთ ბერძენიშვილს, რომელიც წერდა საბჭოთა პერიოდში როცა არ იყო მიღებული მეფეების დამსახურებების ხაზგასმა, მაგრამ თანამედროვე ავტორებს თავისუფლად შეუძლიათ განაახლონ  შეწვეტილი ხალხური ტრადიცია  და დაარქვან არხს ,,თამარ მეფის“ სახელი).

არხის და მისი ისტროიის  ზედმიწევნით აღწერა აღმოვაჩინე ა. ნატროევის სტატიაში ,,ქიზიყისა და კახეთის მორწყვის საკითხთან“, რომელიც გამოქვეყნებული იყო 125 წლის წინ გაზეთში ,,კავკაზ“. ავტორს ადარდებდა მცირე მოსავლის პრობლემა ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც იყო გამოწვეული ხშირი გვალვებით და რომელიც იყო ადგილობრივი მოსახლეობის შიმშილობის მიზეზი: ,,მშრალ წლებში ალაზნის ველზე უმეტესად იმ ნაწილში რომელიც სიღნაღის მაზრის შემადგენლობაში შედის, მაისის თვეშიც კი შეუძლებელია ვიპოვოთ მწვანე ადგილი. პური ხმება წამოზრდისთანავე, ვერ ასწრებს თავთავის გაკეთებას. მაზრაში ამნაირი წლები იყო 1882, 1884, 1893 როცა გლეხებმა დატოვეს აუღებელი მინდვრები და თესლიც კი ვერ დაიბრუნეს. პურის ფასი თითქმის გაოთხმაგდა და მთავრობას მოუწია ზომების მიღება მოსახლეობის შიმშილობისგან გადასარჩენად“.

ავტორმა შეისწავლა არხის 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, შეადგინა მისი აღწერილობა და მივიდა დასკვნამდე, რომ შვიდი საუკუნის წინ თამარ მეფის მიერ აშენებული არხის აღდენა შესაძლებელია.

უშუალოდ არხის შესახებ ავტორი გვიყვება შემდეგს.

                                                                                                      პეტრე ზგონიკოვი, საიტის ავტორი

  -----------------------------------

 

                              

 ა.ნატროევი. დედოფლის არხი: ნახევრად მივიწყებული ისტორია, თამარ მეფის მიერ ალაზნის ველზე გრანდიოზული სარწყავი არხის მშენებლობის შესახებ

 

G Cucasus 1895-185 Dedoplis arkhi
 გაზეთი "კავკაზ".- ტიფლისი. - 1895. - Nი.185, 15 ივლისი

ქართველ მეფეებს  მიაჩნდათ, რომ  წყალი, მინდვრების პროდუქტიულობის გაზრდის მთავარ ელემენტს წარმოადგენს,  ამიტომ ოდიდგანვე ძირითადი ყურადღება მიაქციეს მხარეში სარწყავი არხების მოწყობასა და სათანადო მოვლას. ამ საქმეში განსაკუთრებულად დიდი ღვაწლი ჩადო ქრისტეს შობიდან XII საუკუნეში მოღვაწემ - თამარ მეფემ, რომელის მეფობის დროს ალაზნის ველის მთელ სიგრძეზე გრანდიოზული სარწყავი არხი აშენდა. აღნიშნული არხის კვალი დღემდე კარგად არის შემონახული და ცნობილია როგორც ,,დედოფლის არხი". ალაზნის ველის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ჭოეთთან არსებულ ცალკეულ მაღლობზე შემორჩენილია ციხე-სიმაგრის ნანგრევები, სადაც ცხოვრობდა  დედოფალი და თვალყურს ადევნებდა ინდუსტრიის განვითარებას ამ მხარეში.

ხალხური გადმოცემით, თამარ მეფემ გადაწყვიტა ალაზნის ველის შიშველი სტეპის აღორძინება სარწყავი არხის მოწყობით, რისთვისაც მოიწვია მუშები თავის დიდი სამეფოს ყველა ნაწილიდან: ქიზიყიდან, კახეთიდან, ქართლიდან, თუშეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, გაღმა-მხარიდან*, დაღესტნიდან და სხვ. ერთის გადმოცემის თანახმად, არხი სათავეს იღებდა მდინარე თეთრი არაგვიდან, ხოლო მეორენი კი თვლიდნენ, რომ მდინარე ალაზნიდან, სოფელ ბანტრიანის* ზევიდან. ამრიგად, მისი საერთო სიგრძე 300 ვერსტამდე აღწევდა. რა დროიდან შეწყდა არხში წყლის დინება, როდის და ვის მიერ იქნა განადგურებული - აღარავის ახსოვს.

ეჭვგარეშეა ის გარემოება, რომ ეს მოვლენა ეხება იმ დროს, როდესაც მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა ალაზნის ველის ცნობილი ქალაქები და დასახლებები, რომლების ნანგრევებს ჩვენ დღემდე ვხედავთ და რომელთა არსებობის შესახებ გვიამბობს ქართველი გეოგრაფი ვახუშტი. აღნიშნულ დასახლებებს მიეკუთვნება: ყარაღაჯი*, უფადარი, შოსაბრუნი, ძველ-ანაგა და განთქმული ჭოეთი - თამარ მეფის ყოფილი რეზიდენცია. წინ-გომბორის მთების გასწვრივ მდებარე სოფლები: ქიზიყია, ზემო და ქვემო მაჩხაანი, მირზაანი, არბოშიკი, ფანიზანი, ოზაანი, ქოთაანი, ტიბაანი, ჯუგაანი ძველად მდებარეობდნენ ჭოეთის მხარის ფარგლებში რომელსაც ერქვა ქამბეგოვანი, ხოლო ძველი ბერძნები უწოდებდნენ კამბიზენეს.  ამით იხსნება ის, რომ არც ძველ გეოგრაფიაში და არც ვახუშტის ნაშრომებში არ გვხდება აღნიშნული სოფლების დასახელება. ქალაქ სიღნაღის დაარსებაც მიეკუთვნება გვიან პერიოდს. ამ ადგილების დაცარიელებას ვახუშტი აწერს ბერქის, შაჰ-აბბასის და ნადირ-შაჰის თავდასხმებს. არხის მომვლელების გაწყვეტასთან ერთად შეწყდა მასში წყლის დინება და ეს ნაყოფიერი მხარე სადაც კულტივირებული იყო ბამბა, თამბაქო, ენდრო, ძირტკბილა, თუთა, ყურძენი და ისეთი იშვიათი ხეები წყალქვეშა ნაგებობებისთვის, როგორიცაა გუია (ღვია), საქსაგადჯი (ფისტა), ტრიშლი (ჟელტინიკი), ტუტუბა, ფშატი, ოლგუჩი, ასევე კაკალი და სხვა ღირებული მცენარეები, გადაიქცა უნაყოფო, მშრალ, დაუსახლებელ სტეპად.

G Alaznis veli
ალაზნის ველი. ფოტოს ავტორი უცნობია

შემორჩენილია მოგონებები, რომ წყალი თითქოსდა მთებზე მდინარე თეთრი არაგვიდან მიედინებოდა ხის მაღალ  სვეტებზე მდგარ ხის ღარებში. ცხადია, რომ არხის მოვლა და სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება  მოითხოვდა დიდ შრომას, ხარჯებს და ყურადღებას იმათგან, ვისაც ეს ევალებოდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო,  ეჭვგარეშე რჩება ის, რომ არხი ალაზნის ველის ზედა მხრიდან დაწყებული მიედინებოდა ალავერდის მონასტრის შორიახლოს, ქალაქ თელავთან რამდენიმე ვერსტში, შემდეგ მიემართებოდა წინგომბორის მთების ძირში ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სიღნაღის მაზრის მთელ სიგრძეზე და ამგვარად რწყავდა მადლიან მხარეს: კუმბათი, ხარსა, კარგათი, ძველ-ანაგა, აკუდგეულის ქვა, ჭრელ-ხე, კანის-კობი, ალაზნის გუბა და სხვა. არხი მთავრდება სოფელ აკლობთან, მუგანლისის  საგუშაგოსთან, ანუ იმ ადგილთან სადაც მდინარე ალაზანი უხვევს სამხრეთ დასავლეთით და უერთდება მდინარე იორს. რამდენი ხანი გრძელდებოდა და რა უთვალავი შრომა და ხარჯი დაჯდა არხის მშენებლობა გადმოცემის თანახმად შეგვიძლია დავინახოთ იმაში, რომ არხის მშენებლობაზე გამოძახებული ჭაბუკი მუშები სახლში ბრუნდებოდნენ ჭაღარა თმით. ამავე გადმოცემით თამარ მეფემ ბრძანა არხზე წისქვილების დაყენება და როდესაც ჩაყარეს ხორბალი, წისქვილებიდან ფქვილის ნაცვლად წამოვიდა სისხლი. ცხადია, რომ აღნიშნული გადმოცემა მიუთითებს იმაზე თუ რამდენი უბედურება, დარდი და შრომა დაუჯდა მოსახლეობას ამ გრანდიოზული ნაგებობის აგება.

აღნიშნული არხი ისე კარგად არის შენარჩუნებული დღემდე რომ თელავის, სიღნაღის და თიანეთის მაზრების მოსახლეობა სერიოზულად მსჯელობს მის აღდგენაზე.

ჩვენ გვქონდა არხის დათვალიერების  შესაძლებლობა 100 ვერსტზე, თანაც აღმოჩნდა რომ აღნიშნულ მანძილზე რუ კარგად არის შემორჩენილი, ხოლო ძველ-ანაგასთან* არხის ორივე ნაპირზე იყო დარგული ლეღვის ხეები, რომელიც დღემდე კარგად არის შენარჩუნებული. სიგანეში არხი ოთხ საჟენს შეადგენს, ხოლო სიმღალეში ორ არშინს. მიწაყრილი გაკეთებულია აღმოსავლეთის მხრიდან.

------------------------------------

 

წყარო: Натроев, А.  К вопросу об орошении Кизикии и Кахетии//Кавказ. –  Тифлис. - 1895. - № 185, 15 июля

თარგმანი: ლევან ოსიპოვი

--------------------------------------------

 * - სახელება გადმოტანილია ტექსტის ორიგინალიდან

Просмотров: 656


Комментарии к статье:

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки