Последняя грузинская царевна Мария Исааковна (на грузинском языке)
Автор: პეტრო ზგონნიკოვ |
Добавлено: 09.12.2020 |
|
1882 წლის 10 ოქტომბერს ტიფლისი კრძალავდა საქართველოს უკანასკნელ დედოფალს, მარიამ ისააკის ასულ (ბაგრატიონი), ქართველი უფლისწულის, ალექსანდრე ბატონიშვილის, რომელიც თითქმის ორმოცი წლით ადრე 1844 წელს გარდაიცვალა, მეუღლეს. მარიამი იყო მისი ცოლი და მისი ვაჟის, ერეკლეს დედა. ის იყო უბრალოდ ქალი, ოცნებობდა წყნარ, მყუდრო ცხოვრებაზე. ალექსანდრე კი მეამბოხე სულის ადამიანი იყო და სხვა რამეზე ოცნებობდა - რუსეთის მმართველობის დამხობაზე, საქართველოში მონარქიის აღდგენასა და სამეფო ტახტის დაკავებაზე. ისინი ოცნებობდნენ განსხვავებულზე, შეუთავსებელზე და დაიღუპნენ ისე, რომ ვერ მიიღეს ის, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.
გარდაცვლილი დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილმა სტატიამ გამახსენა მისი მეუღლის, ალექსანდრე ბატონიშვილის შაესახებ, რომლის სახელის ხსენებამ გამახსენა ივანე ყორღანოვი, ,,ოფიცერთა დინასტიის“ პროექტის პერსონაჟი. ბატონიშვილის და ყორღანოვის ურთიერთობის ისტორია კინაღამ სიკვდილით დასრულდა ყორღანოვისთვის. ივანე ყორღანოვის შვილიშვილები, ვიქტორი და არკადი, მსახურობდნენ ლორის პოლკში ლაგოდეხში. ამგვარად საქართველოს უკანასკნელი დედოფალი ირიბად იყო დაკავშირებული ლაგოდეხთან. ვფიქრობ მკითხველს დააინტერესებს ვინ იყო ეს ქალბატონი. მარიამ დედოფალის გარდაცვალების შესახებ სტატია, რომელიც ჩემს მიერ თავის დროზე შემთხვევით იქნა აღმოჩენილი გაზეთ „კავკაზ“-ში, თავის ხანდაზმულობის გამო ნაკლებად შესაძლებელია იყოს ნაცნობი თანამედროვე მკითხველისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით.
სანამ გაგაცნობთ სტატიას, ვთვლი საჭიროდ მოვუყვე მკითხველს ალექსანდრე ბატონიშვილზე, რადგან თუ არ ვიცით მისი ბედის შესახებ, ძნელია გავიგოთ რატომ ასე და არა სხვაგვარად აეწყო მისი მეუღლის, მარია ისააკის ასულის ცხოვრების გზა.
----------------------------------------------
ალექსანდრე ბატონიშვილი
(ამონარიდი დაუმთავრებელი სტატიიდან ,,ალექსანდრე ბატონიშვილი და ივან ყორგანოვი")
|
ალექსანდრე ბატონიშვილი |
ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი), საქართველოს მეფის, ერეკლე მეორეს ვაჟია მესამე ქორწინებიდან (დარეჯანთან). ახალგაზრდობიდან ოცნებობდა "მშობელთა პურის" მემკვიდრეობაზე - საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ მეფეს ჰყავდა კანონიერი მემკვიდრე - პირველი ვაჟი მეორე ქორწინებიდან, უფლისწული გიორგი, ალექსანდრემ მაინც დაიწყო საუბარი მემკვიდრეობაზე. მამამ უარი უთხრა. ალექსანდრემ დატოვა მშობელთა სახლი, შეკრიბა ბორჩალოს და ყაზახის თათართა ლაშქარი და, სანამ მძიმედ ავადმყოფი მამა კვდებოდა თელავის რეზიდენციაში, ჯარით წავიდა ტიფლისზე, რათა თავი ქართლის მეფედ გამოეცხადებინა. ,,მამისა და სამშობლოს წინააღმდეგ გამოსვლისთვის, ერეკლე მეორემ საჯაროდ დაწყევლა ალექსანდრე"(Ртищев. AKAK, т. 5, с. 386), მაგრამ ალექსანდრემ ტახტზე უარი მაინც არ თქვა.
1800 წლის ზაფხულში იგი დაღესტნელთა ოცი ათასიანი ლაშქრით წავიდა ახალი მეფის - თავის ძმის გიორგის წინააღმდეგ, რომელიც ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ. ალექსანდრე დამარცხდა მდინარე იორთან, ქართული ჯართან და ორ რუსულ პოლკთან ბრძოლაში, ის იყო დაჭრილი და უკან დაიხია დარჩენის ჯართან ერთად.
1801 წელს საქართველოს სამეფოს ლიკვიდაციის შემდეგ, რომელიც მიერთებული იქნა რუსეთთან როგორც გუბერნია, ალექსანდრემ საკუთარი ომი გამოუცხადა რუსეთს, რომელიც გაგრძელდა თითქმის 20 წელი. მან სპარსელების სრული მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებიც მის მსგავსად ოცნებობდნენ კავკასიიდან რუსების განდევნასა და ყოფილი გავლენის დაბრუნებაზე.
ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით 1805 წელს სპარსეთის ჯარი ყარაბაღში შეიჭრა, მისი წაქეზებით 1806 წელს რუსეთს ოსები აუჯანყდნენ. 1807 წელს იგი, თურქეთის მხარეს მყოფი დაუპირისპირდა რუსებს, რუსეთ-თურქეთის ომში, 1808 წელს - სპარსელთა მხარეს რუსეთ-სპარსეთის ომში ებრძოდა რუსეთს. 1809 წელს მან ტფილისში მოიყვანა სპარსული ჯარი, რამაც საშინელი პანიკა გამოიწვია ქალაქებში. 1811 წელს იგი ებრძოდა თურქებთან ერთად რუსებს ახალქალაქთან, იმავე წელს და მომდევნო წელსაც მოაწყო აჯანყება რუსების წინააღმდეგ კახეთში.
1813 წელს ალექსანდრესთვის მძიმე პერიოდი დადგა. სპარსეთმა წააგო 1804-1813 წლების ომი რუსეთთან. მხარეებმა ხელი მოაწერეს გულისტანის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველო, ჩრდილოეთ სპარსეთი, აღმოსავლეთ სომხეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ. ალექსანდრე თავის გარემოცვით თავი დაღესტანს შეაფარა.
ივან ყორგანოვის მეშვეობით მან გადასცა წერილები პეტერბურგში ალექსანდრე პირველს და რუსეთის საგარეო კოლეგიის მართველს, კარლ ნესსელროდიეს. წერილებში სთხოვდა კეთილგანწყობას და რუსეთის იმპერატორის პატრონაჟს რაც სინამდვილეში აღმოჩნდა სიცრუე ფულის გამოტყუების მიზნით, რომელიც სჭირდებოდა სპარსეთში გასაქცევად. ივან ყორგანოვმა ფული მიუტანა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ალექსანდრე არ ფიქრობდა რუსეთში წასვლაზე, პირიქით, ის წელავდა დროს, რომ მეტი ფული მიეღო და უკეთესად მომზადებულიყო გაქცევისათვის. ყორგანოვი შეეცადა რუსეთის ხელისუფლებისთვის ეცნობებინა ბატონიშვილის გეგმების შესახებ, მაგრამ მისი შეტყობინება ალექსანდრეს ხელში ჩაუვარდა. განრისხებულმა ალექსანდრემ ყორგანოვი კოშკში ჩაკეტა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გარდაუვალი სიკვდილისგან ყორღანოვი ავარებმა იხსნეს, რომლთაც არ სურდათ პასუხი ეგოთ მათ მიწაზე იმპერატორის წარმომადგენელის სიკვდილის გამო.
ბოლოს და ბოლოს ალექსანდრე ჭარ-ბელაქანის გავლით გაიქცა სპარსეთში, სადაც თბილად იქნა მიღებული ხელისუფლების მიერ. შაჰის კართან იკავებდა სხვადასხვა ოფიციალურ თანამდებობებს, ატარებდა ,,გიურჯის ვალის“ ტიტულს. 1826 წელს მეთაურობდა ტიფლისზე გალაშქრებულ სპარსელების ჯარს, რომელიც მარცხით დასრულდა.
ალექსანდრეს შთამომავლობით დაინტერესებული სპარსელების დაჟინებით, იგი 50 წლის ასაკში დაქორწილდა ერევნის მელიქის სააკ (ისაკ) აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე, მასთან მალევე შეეძინა ვაჟი ირაკლი.
მარიამის სიცოცხლის და გარდაცვალების შესახებ 1882 წლის 10 ოქტომბერს მკითხველს უამბო ტიფლისში გამოცემულმა გაზეთ ,,კავკაზ“-მა.
პეტრე ზგონიკოვი
-------------------------------------------
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარია ისააკოვნა მელიქ-აღამალოვა (ბაგრატიონი)
(გაზეთიდან " Кавказ ". - 1882. - № 267, 10 октября)
|
საქართველოს უკანასკნელი დედოფფლი მარიამ ისააკის ასული |
დღეს ტიფლისის, ვანის ტაძარში მიებარება მიწას საქართველოს უკანასკნელ დედოფლის, მარია ისააკის ასულის ნეშთი. ხუთი თვის წინ მან დაკრძალა საყვარელი შვილი, ირაკლი ალექსანდრეს ძე, ეხლა კი თავად ეძებს სიმშვიდეს მსოფლიო აურზაურისგან ცათა სასუფეველში.
მარიამი დაიბადა 1806 წელს ერევანში, არის ასული ერევნელი სომეხი დიდგვაროვანი მელიქის, სააკ (ისააკ) აღლამიანის, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია რუსეთს ოციან-ოცდაათიან წლებში.
ჯერ კიდე სპარსეთის ბატონობის დროს აღლამოვების სახლს დაუახლოვდა სპარსეთში მოკვეთილი ალექსანდრე, ქართველი მეფის ერეკლე მეორის შვილი და აი უკვე 1820 წლის მაისში, ეჩმიაძინის ტაძარში დაიწერეს ჯვარი 50 წლის ალექსანდრემ და 14 წლის მარიამმა. არ გრძელდებოდა დიდ ხანს მათი ოჯახური ბედნიერება. პირველი ხუთი-ექვსი წელი გარემოებებით იძულებულს ეცხოვრა საშიშროებით და მღელვარებით სავსე ცხოვრებით ალექსანდრე მეუღლეს არ შორდებოდა, მარიამი ყველგან დაჰყვებოდა მას.
როდესაც კი დაიწყო რუსეთ-სპარსული ომი, ალექსანდრემ იჩქარა ეპოვნა უსაფრთხო ადგილი თურქეთის ფარგლებში, ხოლო შვილის, ირაკლის დაბადების შემდეგ 1827 წელს მარიამი საყვარელ შვილთან ერთად იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მშობლიურ სახლში, ერევანში. მის მერე მას ალექსანდრე არ უნახავს, მაგრამ ალექსანდრეს გარდაცვალებამდე, ბოლომდე, წუხდა მის მდგომარეობაზე და ყველაფერს აკეთებდა მისი რუსეთის ფარგლებში დაბრუნებისათვის. ეს ზრუნვა, სწრაფვა წყნარი და მშვიდობიანი ოჯახური ბედნიერებისკენ გაუმძაფრდა უფრო მეტად როცა შვილი გახდა ექვსი წლის. შვილისთვის წარმოშობის შესაბამისი აღზრდის მიცემის მიზნით, მარიამი იმპერატორის ნებით დაპატიჟებული იქნა პეტერბურგში. დიდი და მძიმე შინაგანი ბრძოლა დასჭირდა მარიამს, მოსიყვარულე მეუღლეს და დედას რათა გაეწირა მეუღლის ბედი შვილის მომავლის გამო. ეს ბრძოლა ძლიერად და ნათლად ისახება აღნიშნული მოვლენების შესახებ მიმოწერაში მთავარსარდალთან, ბარონ როზენთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან (კავკასიის არქეოგრაფიკული კომისიის აქტები. მე-7 ტომი)
ამ მძიმე პერიოდში, მან თავისი მეუღლეს ძალიან ამაღელვებელი წერილი მიწერა, რომელშიც მოუწოდებდა ალექსანდრეს, ეზრუვნა ოჯახისთვის როგორც მამას და მეუღლეს. ცნობილია, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი, სიკვდილამდე სთხოვდა შაჰს ოჯახის დაბრუნებას მასთან თავრიზში. 1833 წლის 18 აგვისტოს მარიამი შვილთან ერთად, გარემოცვის 12 პირის თანხლებით ჩამოვიდა ერევნიდან ტიფლისში, სადაც განაახლა თავისი მცდელობა ალექსანდრეს საქართველოში დაბრუნებისთვის. 1834 წლის მაისში, გვარდიის ოფიცრის, თავად თუმანოვის თანხლებით, მარიამი ვაჟთან ერთად გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც წარუდგა იმპერატორს და სამეფო ოჯახს. იმპერატორის ბრძანებით, მარიამის ვაჟი, ირაკლი, შეიყვანეს ალექსანდროვის პაჟთა კორპუსში, ხოლო 1835 წელს მიიღეს პაჟად მეფის კართან, დაუნიშნეს 3050 რუბლი უვადო პენსია და გამოუყეს 75000 რუბლის ღირებულების უძრავი ქონება. თავად მარიამს მიენიჭა უვადო პენსია 11320 რუბლი და ამდენივე ერთჯერადად მოწყობისთვის.
ამ დროიდან, მარიამის ცხოვრება მთლიანად ეკუთვნოდა მის ძვირფას, საყვარელ შვილს ირაკლის, რომლის სიკვდილი მან ვერ გადაიტანა.
შესანიშნავი ფიზიკური სილამაზის გარდა, გარდაცვლილს გააჩნდა მაღალი სულიერი თვისებები. მიუხედავად თავისი მოკრძალებული განათლების იგი გამოირჩეოდა გონიერებით, ტაქტით და არაერთხელ იყო ბედნიერი ხელმწიფეების და განთქმული პიროვნებების სტუმრობით. ბუნებრივი მოკრძალება და აზიელი ქალის თანდაყოლილი მორცხვობა უფრო მეტედ ზრდიდა მის მიმართ ყველას პატივისცემას, ხოლო მისმა ქველმოქმედებამ დაუკავშირა მას მრავალი ღარიბი ოჯახი, რომლებიც მთლიანად მასზე იყვნენ დამოკიდებულნი.
მარიამ დედოფალის გარდაცვალებასთან ერთად, საქართველოს ყოფილი სამეფო სახლი წყდება.
-------------------------------------------------------
წყარო: Царевна Мария Исааковна // Кавказ. - 1882. - No 267. - 10 октября.
თარგმანი: ლევან ოსიპოვი Просмотров: 792
|