მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია

Радослав Кониаж: «Бывший сад Млокосевича в Лагодехи – настоящий клад для города…»

Возвращение к сайту?

Что росло в саду у Людвига Млокосевича?

რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?

В военное время вести сайт не получается

Регги и орехи


Посетителей: 2116477
Просмотров: 2334149
Статей в базе: 719
Комментариев: 4652
Человек на сайте: 1







,,ჩვენ მივდივართ იმისათვის რომ დავბრუნდეთ..."

Автор: პეტრო ზგონნიკოვ

Добавлено: 19.09.2021

 

პეტრო ზგონნიკოვ

რადოსლავ კონიაჟი: ,,ჩვენ მივდივართ იმისათვის რომ დავბრუნდეთ..."

2021

 

G Radoslaw Kosowski
რადოსლავ კოსოვსკი, ტყის მცოდნე, მეტყევე, კვალიფიციური მთამსვლელი, რთული ხეების დიაგნოსტირების და მოვლის სპეციალისტი. იმაღლეზე ტომოგრაფის სენსორების დაყენების დროს  

პოლონელმა სპეციალისტებმა, დენდროლოგებმა, ტყის მცოდნეებმა, მეტყევეებმა, მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა, დაასრულეს მლოკოსევიჩის დენდროპარკის რევიტალიზაციის პროექტის პირველი ეტაპი და 17 სექტემბერს  გაემგზავრებიან თავიანთ სამშობლოში.  

ჯგუფის  ხელმძღვანელმა, რადოსლავ კონიაჟმა ლაგოდეხში ყოფნის ბოლო დღეს მომწერა: ,,ჩვენ მივდივართ იმისათვის რომ დავბრუნდეთ..."

პოლონეთში დაბრუნების შემდეგ პროექტის მონაწილეები გაანალიზებენ დენდროპარკის შესწავლის შესახებ ლაგოდეხში მოპოვებულ მონაცემებს, შეადგენენ რეზიუმეს და დენდროპარკის აღდგენის კონცეპტუალურ გეგმას, რის შემდეგაც  საზღვარგარეთ პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ფონდში ,,პოლონიკა" წარადგენენ  რევიტალიზაციის მეორე ეტაპის დაფინანსების განაცხადს, რომელიც მოიცავს დენდროპარკის გაჯანსაღებას და ისეთი ბუჩქებისა  და ხეების დარგვას, რომელიც იზრდებოდა დენდროპარკში ლუდვიკ მლოკოსევიჩის სიცოცხლის პერიოდში (1831-1909).

ექვსკაციანი ჯგუფი, რადოსლავ კონიაჟის ხელმძღვანელობით, ლაგოდეხში  მუშაობდა 10 დღე. მუშაობის  პირველი ხუთი დღის ქრონიკა მოკლედ არის აღწერილი სტატიაში ,,დენდროპარკის რენოვაცია. მუშაობის ქრონიკა“. უფრო ვრცელი მოყოლისთვის რადოსლავ კონიაჟს უბრალოდ არ ყოფნიდა დრო. პირველივე დღეებმა აჩვენა, რომ სამუშაო იყო გაცილებით მეტი, ვიდრე პროექტის მონაწილეებს წარმოედგინათ და ათი დღე არ იყო საკმარისი, ამიტომ ზოგჯერ მუშაობდა გვიანობამდე უწევდათ და თავიანთ სასტუმროში ბრუნდებოდნენ შებინდებისას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ შეტყობინებები რადოსლავისგან  მომდიოდა გვიან, ერთმა კი ყველა წინა რეკორდი დაამარცა, მოწერილი იყო დილის ოთხ საათზე.  

GB Castanea sativa
წაბლის ხის (Castanea sativa) ტომოგრაფიული გამოსახულება: ლურჯი ფერი - სიცარიელე, წითელი ფერი - რბილი სიდამპლე, ყვითელი ფერი - მკრივი სიდამპლე, მწვანე - ჯანმრთელი მერქანი.

ზოგადად, პოლონელები შესრულებული სამუშაოებით არიან კმაყოფილები. მათ მიერ დარეგისტრირებულია 32 სახეობის 162 ხე და ბამბუკის ორი სახეობა.  დეტალურად არის აღწერილი, დადგენილია მდგომარეობა და შედგენილია გამოჯანსაღების წინასწარი რეკომენდაციები თითოეული ძველი ხისათვის, რომელიც სავარაუდოდ მლოკოსევიჩის დროს არის დარგული. ბგერითი ტომოგრაფის მეშვეობით მიღებულია არაერთი ხის გამოსახულება. აღებულია ფოთლების, ტოტების, ღეროების, ქერქისა და ნიადაგის ნიმუშები, რომლებიც პოლონეთში დაბრუნებისთანავე ასევე იქნება შესწავლილი.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხეების მდგომარეობა შეფასებულია როგორც კარგი. რადოსლავ  კონიაჟის აზრით, დღეს დენდროპარკის მდგომარეობა ისეთია, რომ გარკვეული სანიტარული დასუფთავების შემდეგ შესაძლებელი იქნება დენდროპარკი სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნას, როგორც ქალაქის საკმაოდ საინტერესო ისტორიული და დეკორატიული  ღირსშესანიშნაობა. განსაკუთრებით შთაბეჭდავი აღმოჩნდა პოლონელებითვის  მუხის გიგანტური ხეები, რომლებიც შესაძლოა იზრდებიან მლოკოსევიჩის პერიოდიდან.

შედგენილია დენდროპარკის რუკა, რომელზეც დატანილია ყველა ხე, მოცემულია მათი დასახელებები, ასახულია ბილიკების და წყლის არხების მარშრუტები. 

სპეციალური დენდროლოგიური ხელსაწყოს (პრესლერის ბურღი)  მეშვეობით, დადგენილია ზოგიერთი ხის ასაკი როგორც დენდროპარკში, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე (კორპის მუხის კორომი,  ცაცხვის კორომი, კვიპაროზი და ჰიმალაის კედარი), რის შესახებ ნათქვამია ერთ-ერთ სტატიაში ,,ხეო-ხეო, რამდენი წლის ხარ?“. საბოლოო პასუხი ასაკის შესახებ მიღებული იქნება აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდეგ.

შემდეგი ვიზიტის დროს დადგენილი იქნება ლაგოდეხის სამხრეთ ნაწილში არსებული გინკგოს (Ginkgo biloba) ასაკი. სავარაუდოდ, ეს გინკგო არის ბოლო გადარჩენილი ხე XIX საუკუნის შუა წლებში მლოკოსევიჩის მიერ  დარგული პოლკის ბაღიდან.

გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლონელი სპეციალისტები ავიდნენ მთაში, რათა ნაკრძლის ყველა კლიმატური სარტყლის (სუბტროპიკულიდან სუბნივალურამდე) ფლორის შესახებ შეექმნათ წარმოდგენა. ნაკრძლის გაცნობამ გარკვეულწილად შეცვალა მათი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა გამოიყურებოდეს დენდროპარკი

G Piotr Banaszczak
პიოტრ ბანაშჩიაკ, დენდროლოგი, როგოვში ვარშავის უნივერსიტეტის დენდრარიუმის ხელმძღვანელი, ლანდშაფტური არქიტექტორი: ,,მალე კვლავ შევხდებით...“

რევიტალიზაციის  შემდეგ. რადოსლავ კონიაჟი: ,,დღეს (15.09.21 – ავტორი) სამდღიანი სამთო ლაშქრობიდან დავბრუნდით. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მთებში იზრდება მრავალი სახეობა, რომელიც არ გვხვდება დენდროპარკში. ახლა ჩვენ ვიცით ერთი რამ: მლოკოსევიჩის დენდროპარკი არ უნდა იყოს აღდგენილი მხოლოდ მის ყოფილ მდგომარეობამდე, არამედ უნდა გამდიდრდეს ხეებისა და ბუჩქების სახეობებით რომლებიც იზრდება მთებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განათლების თვალსაზრისით. ყველა, ვისაც სურს ნახოს, თუ რა ხეები და ბუჩქები იზრდება ნაკრძალში, ვერ შეძლებს მთაში ასვლას, მაგრამ ყველას შეეძლება გაეცნოს მათ დენდროპარკში. ასე კეთდება მსოფლიოს ყველა დენდროპარკში."

კარგი იდეაა, იდეა ,,მლოკოსევიჩი პლუსი". მისი განხორციელებით, დენდროპარკი, ერთის მხრივ, გახდება ისეთი, როგორიც იყო მლოკოსევიჩის დროს, მეორეს მხრივ, ის გადაიქცევა ნაკრძალის მცენარეულობის ცოცხალ მუზეუმად, რომელშიც შეგროვდება თითქმის ყველა ხის სახეობა. 

მომავალში პროექტის სამი წელია, მუშაობის და გარდაუვალი სირთულეების სამი წელი.  როგორც, მაგალითად, დენდროპარკის დაცვის უზრუნველყოფა, ნერგების დარგვის შემდეგ. სავსებით ნათელია, რომ პროექტში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე პოლონელი ენთუზიასტები ამ პრობლემას საკუთარი ძალებით ვერ გადაჭრიან. მხოლოდ მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით, ლაგოდეხში გაჩნდება საქართველოსთვის უნიკალური დენდროპარკი, რომელიც დროთაგანმავლობაში მთელ მსოფლიოდან მრავალი ტურისტის მოზიდულობის ადგილად იქცევა.

-----------------------------------------

ფოტოსურათები წარმოადგინა რადოსლავ კონიაჟმა

--------------------------------

თარგმანი: ლევან ოსიპოვი



Просмотров: 383


Комментарии к статье:

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки