მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია

Радослав Кониаж: «Бывший сад Млокосевича в Лагодехи – настоящий клад для города…»

Возвращение к сайту?

Что росло в саду у Людвига Млокосевича?

რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?

В военное время вести сайт не получается

Регги и орехи


Посетителей: 2108998
Просмотров: 2329327
Статей в базе: 719
Комментариев: 4652
Человек на сайте: 1







მლოკოსევიჩის დენდროპარკის რენოვაცია

Автор: პეტრო ზგონნიკოვ

Добавлено: 24.08.2021

პოლონელი სპეციალისტები ლაგოდეხში იწყებენ მლოკოსევიჩის დენდროპარკის აღდგენას

 

Radoslaw Koniarz
 რადოსლავ კონიაჟი

სექტემბრის დასაწყისში ლაგოდეხში პოლონეთიდან ჩამოვლენ დენდროლოგები, ტყის მცოდნეები, ლანდშაფტური არქიტექტოერბი, რომლებიც დაკავდებიან მლოკოსევიჩის დენდროპარკის ყოველმხრივი შესწავლით და მისი შემდგომი აღდგენით. პროექტი გათვლილია სამ წელიწადზე.

ოფიციალურად პროექტს ჰქვია ,,ლაგოდეხში ლუდვიკ მლოკოსევიჩის დენდრარიუმის რევიტალიზაცია“. პროექტი შექმნეს და დაიცვეს ექვსმა პოლონელმა ენტუზიასტმა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც იქნებიან პროექტის შემსრულებლები.

,,რევიტალიზაცია“ ნიშნავს ,,სიცოცხლისკენ დაბრუნებას“ და როდესაც ვსაუბრობთ მლოკოსევიჩის დენდროპარკის სიცოცხლისკენ დაბრუნებაზე, ვგულისხმობთ, რომ ის უნდა აღორძინდეს, გახდეს ისეთი, როგორიც იყო ას წელიწადზე მეტი ხნის წინ, მისი დამაარსებლის, ლუდვიკ მლოკოსევიჩის დროს.

პროექტის ინიციატორი, ორგანიზატორი და კოორდინატორი, მამაოძრავებელი ძალა და სულის ჩამდგმელი არის მარკულეს (პოლონეთი) სატყეო რაიონის მეტყევე, მარკულეს  სატყეოს დენდრარიუმის და ამავე სატყეოში არსებული ეკოლოგიური შემეცნების ცენტრის ხელმძღვანელი  რადოსლავ კონიაჟი (Radosław Koniarz).

დოსლავი დათანმხდა მის და მისი კოლეგების მიერ შექმნილი პროექტის შესახებ საიტის ავტორთან საუბარს.

                                                                                                         პეტრე ზგონიკოვი, საიტის ავტორი

---------------------------------------

- რადოსლავ, სად მარკულე, სად ვარშავა და სად ლაგოდეხი? მოულოდნელად ასეთი სასიამოვნო და საოცარი პროექტი... რატომ? ნუ თუ თქვენს სატყეო მეურნეობაში არ გყოფნიათ სამუშაო?

- სამუშაო საკმარისზე მეტა. ჩვენს სატყეოში ასევე არის დენდრარიუმი და  ეკოლოგიური განათლების ცენტრი. დენდრარიუმი დავაარსეთ 15 წლის წინ. ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით, მანამდე ეს ტერიტორია ცოცხალი ტყის მასივში ველურ მინდვრებს წარმოადგენდა, დღეს კი შესანიშნავი დენდრარიუმია, რომლის მოსანახულებლად პოლონეთის ყველა კუთხიდან ჩამოდიან.

Dendrary in Markule
 მარკულეს  სატყეოს დენდრარიუმი

- ლაგოდეხში აპირებთ დენდრარიუმის მოწყობის გამოცდილების გამოყენებას?

- ლაგოდეხში სხვაგვარი სიტუაციაა - თქვენ უკვე გაქვთ დენდრარიუმი, ჩვენ კი ვიწყებდით სუფთა ფურცლიდან. ჩვენი ამოცანა არ არის ლაგოდეხში ახალი დენდრარიუმის დაარსება, ჩვენ გვინდა არსებული, 150 წლის წინ ჩვენი თანამემამულის, პოლონელის, ლუდვიკ მლოკოსევიჩის მიერ დაარსებული დენდრარიუმის სიცოცხლეში დაბრუნება.

- როგორ  დაიბადა დენდრარიუმის რევიტალიზაციის იდეა?

- ბევრს ვფიქრობდი ლუდვიკ მლოკოსევიჩზე. ვკითხულობდი მის შესახებ. ის ძალიან საინტერესო ადამიანი და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მან დატოვა ბევრი ძვირფასი და პოლონეთისთვის უცნობი რამ, ავიღოთ მაგალითად ეს დენდრარიუმი. ლაგოდეხში ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვსეირნობდი ჩემი თანამემამულის ბუჩქნარით გადავლილ დენდრარიუმში და ვფიქრობდი, თუ როგორ არასამართლიანად მოექცა დრო ჩვენს წარსულს. წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა, მისთვის იმ მდგომარეობის დაბრუნება, რომელშიც იყო მლოკოსევიჩის დროს.  მსოფლიოში სულ უფრო ცოტა რჩება მწვანე კუთხეები, და ამ პროცესის პარალელურად მიმდინარეობს სხვა პროცესი - ადამიანების ინტერესების ზრდა ასეთი კუთხეებისადმი. თუ აღვადგენთ დენდროპარკს ყოფილი იერით, იქ მთელი მსოფლიოდან ჩავლენ ტურისტები, და უპირველეს ყოვლისა პოლონეთიდან. მაშინ ვიფიქრე, რომ საჭიროა გაკეთდეს ორი რამ: პოლონეთში აღდგენილ იქნას მლოკოსევიჩისადმი ხსოვნა, და მეორე - მივცეთ ახალი სიცოცხლე დენდრარიუმს, მლოკოსევიჩის ცოცხალ ძეგლს.

 - და რა იყო შემდეგ?

Dendrary in Markule 3
 მარკულეს  სატყეოს დენდრარიუმი 

 - ჩემი იდეის შესახებ მე მოვყევი ROBiA-ს (www.robia.pl) სხდომაზე, მასე ჩვენთან პოლონურად შემოკლებით უწოდებენ პოლონეთის ბოტანიკური ბაღების და დენდრარიუმების საბჭოს (Rada Ogrodów Botanicznych i Arboretów w Polsce). ჩემი იდეა მოიწონეს, და მიღებული იქნა მისი განხორციელების გადაწყვეტილება. იმ დროისთვის მე უკვე ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, ვიცნობდი ადგილობრივ პირობებს და ადამიანებს, მქონდა კარგი ურთიერთობა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორთან, და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ROBiA-ს  მმართველობამ დამაკისრა უფლებამოსილება დამემყარებინა ოფიციალური კონტაკტები საქართველოში, მათ შორის ლაგოდეხში. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჩემს იდეას მიეცა მსვლელობა, მე შემომიერთდნენ სხვა ადამიანებიც,  სპეციალისტები სატყეო საქმის, დენდროლოგიის და ლანდშაფტური არქიტექტურის დარგში, ჩვენ შევიმუშავეთ რევიტალიზაციის პროექტი, წარვადგინეთ კონკურსზე და მივიღეთ  გრანტი.

 - რომელი ორგანიზაციიდან?

 -კონკურსს ატარებდა სახელმწიფო დაწესებულება, ფონდი „პოლონიკა“, თანხა, შესაბამისად გამოგვეყო  ბიუჯტიდან. ფონდი დაკავებულია საზღვარგარეთ პოლონური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და აღდგენით, ლუდვიკ მლოკოსევიჩის დენდრარიუმი კი მიეკუთვნება მათ რიცხვს. პროექტი წარვადგინეთ ROBiA-ს  სახელით, ეს ორგანიზაცია აერთიანებს ყველა ბოტანიკურ ბაღებს პოლონეთში, მათ შორის, ჩვენი დენდრარიუმს მარკულში. ROBiA-ს  ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს პოლონეთის ბოტანიკური ბაღების განვითრების დახმარებას მხარდაჭერას.

 - მაგრამ ლაგოდეხი ხომ პოლონეთი არ არის...

 - ROBiA-ს  საქმიანობის სფეროში შედის ასევე თანამშრომლობა უცხოეთის ბოტანიკურ ბაღებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ მცენარეული სამყაროს  ბიომრავალფეროვნების  დაცვას. ლაგოდეხში ასეთი ორგანიზაცია არის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. ჩვენი პროექტისადმი ლაგოდეხის მხარეს აქვს დიდი ინტერესი, ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას თანამშრომლების შესახებ.

 - მოგვიყევით პროეკტის შესახებ.

- ჩვენი პროექტის მიზანია რომ დაუფასდეს მიღწევები ჩვენს თანამემამულეს ლუდვიკ მლოკოსევიჩს (1831-1909), ნატურალისტს, მოგზაურს და მეტყევეს, რომელიც თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ცხოვრობდა ლაგოდეხში, და რომელმაც თავის  საკარმიდამოზე ლაგოდეხში  დააარსა იშვიათი კავკასიური და ეგზოტიკური ხეების და ბუჩქნარების  დენდრარიუმი. ჩვენ ვთლით, რომ მლოკოსევიჩის ხსოვნის საუკეთესო გამოხატვა იქნებოდა დენდროპარკის აღდგენა ისეთი იერით, როგორიც ის იყო მის სიცოცხლეში. უკვე მიმდინარე წელს შემოდგომაზე ჩვენ ჩავიტანთ „მლოკოსევიჩის“ ხეების ნერგებს და გავაგრძელებთ ამ სამუშაოს მომდევნო წლებში.

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში დენდრარიუმი იქცევა ბუნებრივ-სამეცნიერო ბაზად პოლონელი ნატურალისტენისთვის. ლაგოდეხში ჩამოსვლის დროს, ისინი შეძლებენ თავისი თვალით დაინახონ მათი ცნობილი თანამემამულის ბოტანიკური ქმნილება, გარდა ამისა შეძლებენ ლაგოდეხის ხეობის გაცნობას, რომლის მეცნიერული მნიშვნელობა ასევე იყო გახსნილი მლოკოსევიჩის წყალობით.

რა პერიოდზეა გათვლილი პროექტი?

Dendrary in Markule 2
 მარკულეს  სატყეოს დენდრარიუმი

- პროექტი გათვლილია სამ წელიწადზე და შედგება ორი ეტაპისგან. პირველი ეტაპი დაიწყება მიმდინარე წელს პირველი სექტემბრიდან და გაგრძელდება 12 სექტემბრამდე. ლაგოდეხში ჩავა ექვსი ადამიანი, ჩემის ჩათვლით. ჩავატარებთ დენდროპარკის კომპლექსურ გამოკვლევას, ჩვენ გვჭირდება გვქონდეს ზუსტი წარმოდგენა, თუ რა ხეები და ბუჩქნარი იზრდება იქ და რა მდგომარეობაში არიან, ესაჭიროება თუ არა სამკურნალო-სამაშველო ზომების მიღება, და რომელი კონკრეტულად. თან ჩავიტანთ ყველაზე თანამედროვე დიაგნოსტიკურ მოწყობილობას - ბგერითი ტომოგრაფი, მისი მეშვეობით შევძლებთ ხის ,,გაშუქებას“ და ნახვას თუ რა მდგომარეობაშია ხე შიგნით. მიღებულ მონაცემებს დავამუშავებთ კომპიუტერზე. არსებობს  სპეციალური პროგრამები, რომელთა  მეშვეობით ხდება ხის ფიზიოლოგიური მდგომარეობის უამრავი პარამეტრების ანალიზი. შედეგები წარმოდგენილი იქნება გათვლების და კომპიუტერული გამოსახულებების სახით.

მოასწრებთ? დრო ცოტა გაქვთ, თუ გავითვალისწინებთ ჩასვლას და წამოსვლას - არაუმეტეს ათი დღე. 

- ვერ ვხედავ პრობლემას. ჩვენ პროფესიონალების გუნდი ვართ. ჯგუფის წევრთათვის ეს ჩვეულებრივი სამუშაოა, ისინი მას ყოველდღიურად ასრულებენ, აქვთ დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. ვიმუშავებთ უფასოდ. ჩვენთვის გამოყოფილი თანხები მოხმარდება მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს (ტრანსპორტირება, განთავსება და სხვა), მათი ჩამონათვალი გაწერილია პროექტში და არის პოლონეთის საგადასახადო ინსპექციის კონტროლის ქვეშ.

გთხოვთ წარმოადგინოთ პროექტის მონაწილეები.

- დიდი სიამოვნებით.

Marian Grodzki
 მარიან გროდსკი

მარიან გროდსკი (Marian Grodzki). ქ. ზელიონკის ტყის დენდრარიუმის მოწყობის ერთერთი მთავარი პროექტანტი და მონაწილე, რომლის დირექტორად მუშაობდა მრავალი წლების მანძილზე.  სასახლეთა ხეივნების  დენდროლოგიური ინვენტარიზაციის და მათი გაჯანსაღების წინადადებების შემუშავების დარგის სპეციალისტი. მისი კონტროლით და მონაწილეობით პოლონეთის ერთერთი ხეივანი იყო რეკონსტრუირებული და ადაპტირებული გოლფის მოედნისთვის «Trzaskowo Golf». აშშ-ს მიერ ორგანიზებული პროგრამით, შვედეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და ვარშავის ტყეების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ ორი წლის განმავლობაში ატარებდა კვლევებს კონტეინერული  საშენის დარგში.

პოზნანის ხელოვნებათა უნივერსიტეტში  არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს ლანდშაფტური დიზაინის, გეოდეზიური ინვენტარიზაციის, ტერიტორიული დაგეგმარების, დენდროლოგიის, ნიადაგმცოდნეობის, მინერალოგიის შესახებ. პოზნანის ბუნებათამცოდნეობის უნივერსიტეტში მებაღეობადმცოდნეობის და ტყისმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ატარებს სტაჟირებებს და საველე მეცადინეობებს.

პიოტრ ბანაშიაკ (Piotr Banaszczak). დაამთავრა ვარშავის ბუნებათამცოდნეობის უნივერსიტეტის მებაღეობადმცოდნეობის ფაკულტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის განყოფილება. დენდროლოგი და ლანდშაფტური არქიტექტორი. სპეციალიზირდება უცხოური ჯიშის ხეებისა და ბუჩქნარების ზომიერი კლიმატის

Piotr Banaszczak
 პიოტრ ბანაშიაკ

პირობებში აკლიმატიზაციაზე. ლანდშაფტური არქიტექტურის დარგში რამოდენიმე პროექტის, მათ შორის ისტორიული ბაღების ავტორი და თანაავტორი. ქ. როგოვოში   ვარშავის ბუნებათამცოდნეობის უნივერსიტეტის დენდრარიუმის ხელმძღვანელი. აღნიშნული დენდრარიუმი აღმოსავლეთ ევროპის დენდროპარკებს შორის არის ყველაზე მდიდარი და საინტერესო დენდროლოგიური კოლექციის თვალსაზრისით.

ედიტა ნოვიცკა (Edyta Nowicka). მეტყევე, ტყის მეცნიერებათა დოკტორი. უმაღლესი განათლება მიიღო ორი უნივერსიტეტის ტყის ფაკულტეტზე,   ვარშავის ბუნებათამცოდნეობის და კრაკოვის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტებში. გარდა ამისა არის სპეციალისტი პრაქტიკული და სოციალური პსიქოლოგიის დარგში, 18 წელი მუშაობს პოლონეთის სახელმწიფო ტყეების სისტემაში. ამ დროისთვის რადომში სახელმწიფო ტყეების რეგიონალურ სამმართველოში ხელმძღვანელობს ჯგუფს, რომელიც მუშაობს მასმედიასთან. დაინტერესებულია ბოტანიკით, ბონსაის ხელოვნებით, ასევე თვითგადარჩენით და ფოტოგრაფიით. ქალბატონ ედიტას აქვს სოციალური კომუნიკაციის, ფოტო და კინომასალების მომზადების, ასევე მასმედიისა და სოციალური ქსელებისათვის ბუნების შესახებ პუბლიკაციების რედაქტირების დიდი გამოცდილება.

ფშემისლავ კოსოვსკი (Przemysław Kosowski). მეტყევე, ბუნებათმცოდნე, ხეთა გაზრდისა და დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრი. პოლონურ ბაზარზე 2008 წლიდან მომუშავე

Edyta Nowicka
 ედიტა ნოვიცკა

კომპანიის ,,Green Park“ დამფუძნებელი. დაკავებულია ქალაქის პირობებში ხეების მოვლის საკითხებით,  ასევე აღნიშნულ დარგში მცენარეული ობიექტების დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვით   (ბგერითი ტომიგრაფი, pulling test,  dyna root).        ისტორიული ტერიტორიების რევალორიზაციის სამუშაოების კოორდინატორი. მისი რეალიზებული პროექტები არის ხეივნები პოლონეთის შემდეგ ქალაქებში: Radomsko, Przedbórz, Łódz, Włoszczowa. ეკოლოგიური პროექტის ,,Bełchatów w zieleni“ კონსულტანტი და შემსრულებელი ქ. ბელხატოვში. პროექტი მოიცავს ქალაქის 30 ჰექტარს. ბუნების ძეგლთა და მერქნის ძვირფასი ჯიშების დენდროლოგიური დასკვნების ავტორი. ვარშავის სოფლის და სატყეო მეურნეობის მთავარ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზებული კვლევითი პროექტის „ქალაქის ხეები“ კოორდინატორი.

რადოსლავ კოსოვსკი (Radosław Kosowski).  ტყის მცოდნე და მეტყევე. აქვს ალპინისტური და სიმაღლეზე მუშაობის კვალიფიკაცია. მოღვაწეობდა კომპანიაში «Green Park», უვლიდა რთულ ხეებს სპეციალიზირებული საზომი და დიაგნოსტიკური მოწყობილობების მეშვეობით.

Przemysław Kosowski
ფშემისლავ კოსოვსკი

ხუთივე, შესანიშნავი ხუთეულია. ჯგუფში მეექვსე ხართ, გვიამბეთ თქვენს შესახებ. 

- მე დავამთავრე კრაკოვის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი. ვარ მარკულეს სატყეოს დენდრარიუმის დირექტორი, აქვე ვხელმძღვანელობ ეკოლოგიური შემეცნების ცენტრს. ჩვენს დენდრარიუმში ვატარებ ექსკურსიებს ასევე ორგანიზებას ვუწევ ვიზიტებს პოლონეთის სხვადასხვა სატყეოებში, დენდრარებსა და ბოტანიკურ ბაღებში.

საქართველოში პირველად ჩავედი 5 წლის წინ. მას შემდეგ ჩავდივარ იქ ყოველწლიურად, წელიწადში რამდენიმეჯერ. ვეწვიე სვანეთს, ბორჯომს, ბათუმს, რამდენიმეჯერ ვიყავი ვაშლოვანის ნაკრძალში, ვმეგობრობ მის დირექტორთან, სამჯერ ვარ ნამყოფი ლაგოდეხში. ჩემი ბოლო, რიგით მე-11 ვიზიტი საქართველოში შევასრულე ამა წლის ივლისში, ვიყავი რაჭაში. და აი ეხლა სექტემბერში კვლავ საქართველო, ლაგოდეხი.

როგორ გადანაწილდება სამუშაოები ჯგუფის წევრებს შორის?

- თითოეული მონაწილის პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ტეოდოლიტით, სახაზავით და მანძილის საზომით აღჭურვილი მარიან გროდსკი დაკავდება დენდრარიუმის და ხეების სიტუაციური გაზომვებით, რომლების საფუძველზე შემდგომში შეადგენს დენდრარიუმის ბეჭდურ და ელექტრონულ რუკებს. ასევე მოამზადებს დენდროპარკის საველე ესკიზს გზების და არქიტექტურის მცირე ობიექტების ჩვენებით.

Radosław Kosowski
რადოსლავ კოსოვსკი

მიეხმარება მარიანს პიოტრ ბანაშიაკი. პიოტრე ასევე გამოვა პიარ-მენეჯერის როლში, წარადგენს პროექტის პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებთან, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩაატარებს დენდრარიუმის ინვენტარიზაციას.

რადოსლავ კოსოვსკი შეისწავლის ხეების ფიზიკურ მდგომარეობას. ამისათვის ის ავა ხეებზე და იმ დიაგნოსტიკური აპარატურის მეშვეობით, რომელზეც გიამბეთ ზემოთ, ჩაატარებს ხეების ყოველმხრივ გამოკვლებას. მიეხმარება მას პშემისლავ კოსოვსკი, ის სპეციალურად ამ მიზნისთვის წამოიღებს პირად ულტრაბგერით ტომიგრაფის. გარდა ამისა პშემისლავის მოვალეობაში შედის დენდროპარკის ფიტოსანიტარული შეფასება.

თავის კვლევების შედეგებიდან გამომდინარე რადოსლავი და პშემისლავი მოამზადებენ რეკომენდაციებს ხეების სამკურნალოდ და გადასარჩენად.

ედიტა ნოვიცკაია წამოიღებს საკუთარ ვიდეო და ფოტოკამერას, მას დაეკისრება ჩვენი სამუშაოების კინო და ფოტო დოკუმენტირება.

მე მივხედავ ორგანიზაციულ საკითხებს: ბილეთები, საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტი, კონტაქტები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან. თავისუფალ დროს მივეხმარები მარიან გროდსკის.

მაგით დასრულდება პირველი ეტაპი?

- არა, პოლონეთში დაბრუნებისას ჩვენ გავაანალიზებთ შეგროვილ მასალებს და წლის ბოლომდე შევადგენთ რეზიუმეს - დენდრარიუმის აღდგენის კონცეპტუალურ გეგმას. რეზიუმეში იქნება განსაზღვრული მეორე ეტაპის სამუშაოების ხასიათი, მოცულობა და ღირებულება. რეზიუმე წარმოადგენს ფონდში ,,პოლონიკა“ მეორე პრაქტიკული ეტაპის დაფინანსების განაცხადის საფუძველს. დაფინანსების მიღებას ვიმედოვნებთ 2022 წელს, თუ ეს მოხდება შემოდგომამდე, მეორე ეტაპის რეალიზებას დავიწყებთ შემოდგომას.

თქვენ გულისხმობთ ნერგების დარგვას?

- კი, მეორე ეტაპის მთავარი მოცულობაა - ნერგების დარგვა. მაგრამ არა მარტო. თავდაპირველად საჭიროა ტერიტორიის დასუფტავება, წყლის მიყვანა, ორმოების ამოთხრა...

ამისათვის ვინმეს მოიწვევთ?

- აუცილებლად. მარტო ჩვენ ვერ შევძლებთ. დავპატიჟებთ მოხალისეებს, პირველ რიგში პოლონელთა ადგილობრივი დიასპორიდან და ლაგოდეხის მაცხოვრებლებიდან. დაგვეხმარება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაც. ასევე ვაპირებთ საქართველოს ერთერთი კომპანიის მოწვევას, რომელიც სპეციალიზირდება გამწვანების მოვლაზე.

სად შეიძენთ ნერგებს?

- ჯერ ჯერობით ზუსტად არ ვიცი. გადავწყვიტავთ როცა დავადგენთ ხეების ჩამონათვალს. ნერგების ნაწილს ავიღებთ პოლონეთის ბოტანიკურ ბაღებში, ნაწილს საქართველოში და მსოფლოს სხვა ქვეყნებში. ეს ხანგრძლივი პროცესია - შეუძლებელია დარგო ყველაფერიი ერტად.

წარმატებები თქვენ!

- მადლობა!

----------------------------------------------

თარგმანი: ლევან ოსიპოვი

Просмотров: 831


Комментарии к статье:

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки